• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბა სხვიტარიძის საქმე – რა ხდებოდა სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
18:02 03-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ დღეს ჩვენება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმე პოლიციელმა მისცა.

ბრალდების მხარის მტკიცებით,  სწორედ ლუკა ჯინჭარაძე იმყოფებოდა 4 დეკემბერს აქციაზე “ქორთიარდ მერიოტთან” მირიან ქავთარაძესთან ერთად.

პოლიციელი ამბობს, რომ ის ოპერატიულ დავალებას ასრულებდა, ამიტომ ფორმა არ ეცვა.

სხვიტარიძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ შსს-ს თანამშრომელმა დღეს მომხდარის დეტალები ვერ გაიხსენა, ვერ ამოიცნო მირიან ქავთარაძის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აგინებდა. თქვა მხოლოდ ის, რომ მირიან ქავთარაძეს თავში გაურკვეველი ნივთი მოხვდა, რის შემდეგაც ის აფექტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პროცესიდან გამოსვლის შემდეგ “პრველებმა” ჯინჭარაძისთვის კითხვების დასმა სცადა, თუმცა მან არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა.

თქვენთან არ ვაპირებ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, – უთხრა ჯინჭარაძემ “პირველებს”.

მოწმე პოლიციელის შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭებიამ მედიკოსს ჰკითხავს. ექიმი ჩვენებაში წერს, რომ ქავთარაძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.

დაკავებული აქტივისტის დედა ამბობს, რომ პროცესს მთლიანად ფარსს უწოდებს. მისი თქმით, ყველაფერის მიუხედავად, მისი შვილი გამარჯვებულია და მალე სრულიად საქართველო გამარჯვებული იქნება.

ეს პროცესი არაფერს მაძლევს, ჯერჯერობით არც შედეგიანობა არ ჩანს. ძალიან ბევრი ფარსია და ტყუილია. ცრუ მოწმეებით არის სავეს პროცესი. ვერაფერს ამტკიცებენ, იმიტომ, რომ საბა არის მართალი და მას ამ სიმართლეს ვერავინ წაართმევს. ჩემი შვილი ამათმა ვერც წამებით, ვერც დაშინებით ვერ დააწერინეს და ვერ მაოწერინეს ხელი, რაზეც უნდოდათ. ჩემი შვილი გამარჯვებულია და ჩემს შვილთან ერთად მეც გამარჯვებული ვარ და მთელი საქართველო გაიმარჯვებს ძალიან მალე, – ამბობს  ელენე ახობაძე. 

სხვიტარიძის დავოკატი ამბობს, რომ სასამართლოს მყარ მტკიცებულებებს წარუდგენს, რომელიც სხვიტარიძის უდანაშაულობას ცხადყოფს.

ჩვენ გვყავს ჩვენი მოწმეები, საკმარისი მტკიცებულებები და უბრალოდ, ბრალდების მხარის მოწმეების ცრუ ჩვენებებზე სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დანარჩენი, დაგველოდოს მოსამართლე, დაელოდოს ჩვენს მოწმეებს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით, თავისი ვიდეოკამერებით, თავისი მოწმეებით და თავისი მყარი მტკიცებულებებით. ჩენი მოსაზრებით, ეს ადამიანები არ იქცეოდნენ, არ გამოიყურებოდნენ და არ ამბობდნენ, რომ იყვნენ პოლიციელები. ეს არის ვიდეოზე ჩაწერილი და ეს ფაქტი, ჩემი აზრით, სადავო არ უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე, – ამბოლბს ირაკლი ჩომახაშვილი.

საპროტესტო აქციებიის აქტიურ მონაწილეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს ქავთარაძე “ქორთიარდ მერიოტთან” ტიტუშკის როლში იყო, არც პოლიციელის ფორმა ეცვა და არც სხვა რაიმე ნიშანი ეკეთა.

თეგები: საბა სხვიტარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved