• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
10:33 03-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა უწყვეტი 8-წლიანი სტაჟის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თურმე აღარ ვჭირდები იურიდიულ განათლებას. ეს ფაქტი გასაოცარი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა, რადგან შევიწროება და არასამართლიანი მოპყრობა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რუსული კანონის მიღების პროცესიდან. თუ მაშინ ვერ იგებდნენ, „რა იყო ამ კანონში რუსული“, ეხლა ხომ ხედავთ სახელებითა და გვარებით.

ყველაზე მეტად, რაზეც გული მტკივა, არის ჩემი სტუდენტები და ზოგადად მათთან ურთიერთობის ბედნიერება. ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი საქმე, რომელსაც მთელი გულით ვემსახურე. რას ვიზამთ, პროგრესი და სოვაკურ-პროვინციალური შეგნება ერთად ვერ თავსდება. უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული სტუდენტებთან ურთიერთობაში და მათ შორის უნივერსიტეტშიც, ისე რისი შესაძლებლობაც მქონდა, თუმცა მე არ ვარ საჭირო. სამაგიეროდ გადახედეთ სიას და ჩამონათვალს უმეტესობა ვინ არის და რა ბექგრაუნდით.

პროფესიულ და ადამიანურ ღირებულებებს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რეჟიმის მსახურებს, რომლებსაც მეტი ფუნქცია უბრალოდ არ გააჩნიათ. თუმცა ნამდვილად საინტერესოა რას აპირებეთ კოლეგებო და რამდენი ხანი აპირებთ ამ ყველაფრის ყურებას? მესმის რომ ბევრი ბედნიერად გადაინაწილებს საათებს, მაგრამ ცუდი ამბავი არის ის, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ყველას მოგადგებიან.

უნივერსიტეტის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად ფორმალურად კატეგორიებად იქცა დიდი ხანია. ლექტორი სჭირდება სტუდენტს, ასე უნდა უყურებდეს ყველა საქმის ერთგული და პატიოსანი მენეჯერი ამ საკითხს, თუმცა როდესაც სისტემის მონა ხარ და ყველაფერი კუჭზე გადის, მგლის თავზე სახარების კითხვასავით იქნება ის, რასაც ვწერ. ამიტომ რისი თავიც არ გაქვს, იმას ხელი არ უნდა მოკიდო.

ახლა რაც შეეხება ცხრილების შედგენას და ტექნიკურ ვირეშმაკობებს, ეგ მოუყევით თოთო ბავშვებს ძილის წინ, ძალიან კარგად იცით, რომ მე ყველაფერი ვიცი, რა როგორ ხდება, ვინ წყვეტს და ვინ ასრულებს უდრტვინველად.

უბრალოდ გრცხვენოდეს, სხვების უბედურების ხარჯზე სინდისს და ღირსებას ვერ შემატებ საკუთარ თავს. უმანკო კრავის და სხვებზე ხელის გაშვერის დრო წასულია, ყველამ ვიცით ვინ რისი შემოქმედია. გრცხვენოდეს, ამ „ძვირფასს“ დროს იდეალური „საჩუქრისთვის“!

ერთმა ჩვენმა ჭკვიანმა მასწავლებელმა მითხრა, რა იქნება ზოგჯერ მოისულელე თავი, თორემ ვერ აგიტანენო. მართალი იყო, უბრალოდ მე რაც ვარ ეს ვარ და არავის გამო შეცვლას არ ვაპირებ, არც არავის შევეტენები, არც წითელ ხალიჩას დავუგებ ვინმეს, რასაც ჩავთვლი სამართლიანად, იმის შესაბამისად მოვიქცევი. მიწას შევჭამ როგორც იტყვიან, მაგრამ საკუთარ ღირებულებებს, პრინციპებს არასოდეს ვუღალატებ. ადამიანებმა უნდა ეძიონ თავისი ადგილი ჩემს სისტემაში, ნებისმიერი ვინც ამას ეწინააღმდეგება, შეუთავსებელია ჩემთან. თქვენი არჩევანია, სამყაროში არსებობა ჭამის და საპირფარეშოში სიარულის ნაკრებს წარმოადგენდეს თუ უფრო მეტს. მე ასე მარტივად არ ვუყურებ ადამიანის არსებობის მიზანს.

ამ „დიდებული“ ამბავის შემოქმედს კი ვთხოვდი, ნუღარ დამირეკავს ნურასოდეს, საერთო არაფერი მაქვს, უზომოდ მრცხვენია! მასთან სხვა აკადემიური ფორმალური კავშირების გაწყვეტაზე ცოტა მოგვიანებით მოვიფიქრებ, ჯერ სხვა პრიორიტეტები მაქვს.

პ.ს ეგ „ლარი ოცი“ 200 ლარი მაინც დედაჩემის ონკოლოგიურ კვლევებში უნდა დამეხარჯა, ხოდა თქვენი იყოს 200-იც და 2000-იც, ყველა თეთრი კლინიკებში გეხარჯოთ სიცოცხლის ბოლომდე, ვინც ეს დაიმსახურეთ.

მიყვარხართ სტუდენტებო,

თქვენი „დესპოტი“ „გერმანული წესის“ ლექტორი თამარ ტატანაშვილი”, – წერს ის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved