• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOCAR-მა ბაქოს საფონდო ბირჟაზე “მწვანე ობლიგაციები” განათავსა

ალია ავტორი - ალია
14:26 03-10-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

SOCAR Tower-ში გაიმართა ღონისძიება SOCAR-ის “მწვანე ობლიგაციების” ბაქოს საფონდო ბირჟაზე (BSE) განთავსების აღსანიშნავად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, SOCAR–ის ზედამხედველთა საბჭოს თავმჯდომარე მიკაილ ჯაბბაროვი, SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი, ასევე BSE-ის, NDC-ის, ბანკების, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზნებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, გლობალურად მზარდი განახლებადი ენერგიის მოთხოვნისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მზარდი მნიშვნელობის ფონზე. აღინიშნა SOCAR–ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით და განსაკუთრებით გაესვა ხაზი “მწვანე ობლიგაციების” მნიშვნელობას შიდა კაპიტალის ბაზარზე ინოვაციებისა და ეფექტიანობის წახალისებაში, კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრაში.

ასევე, აღინიშნა SOCAR–ის ობლიგაციების მიერ შიდა კაპიტალის ბაზარზე 2016 წლიდან შექმნილი პოზიტიური დინამიკა, ინვესტორების ხანგრძლივი ნდობა და მზარდი ინტერესი, ისევე როგორც ბოლო წლებში ამ ობლიგაციების მიერ შექმნილი ეკონომიკური ღირებულება. SOCAR-ის “მწვანე ობლიგაციების” ბაზარზე გაშვება არის სტრატეგიული ნაბიჯი უფრო ეკოლოგიურად მდგრადი საინვესტიციო ინსტრუმენტების გაფართოების მიმართულებით და ახალი ეტაპის დასაწყისი.

ღონისძიება დასრულდა  “სიმბოლური ზარის” დარეკვით, რაც SOCAR–ის “მწვანე ობლიგაციების” მეორადი ბაზრის ოპერაციების დაწყებას აღნიშნავდა. დამსწრეებმა ხელი მოაწერეს სიმბოლურ ობლიგაციას და გადაიღეს სამახსოვრო ფოტო.

SOCAR–ის “მწვანე ობლიგაციები” არა მხოლოდ აძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ პოზიციას კაპიტალის ბაზარზე, არამედ გამოხატავს SOCAR-ის ერთგულებას გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტების მიმართ.

(R)

თეგები: სოკარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved