• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება – რა ცვლილებებს გვიმზადებს გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა

ალია ავტორი - ალია
18:37 03-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
348

2025 წლის 14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის გავლენასაც თითოეული ადამიანი იგრძნობს.

გაზაფხულის დაბნელების დერეფანი ქალწული-თევზების სამსახურის ღერძით იწყება და ვერძი-სასწორის ურთიერთობის ღერძით მთავრდება. ამიტომაც, ამ პერიოდში რაციონალურობასა და ოცნებას, მატერიალურ და სულიერ საკითხებს შორის ერთგვარი შეჯახება გვექნება და მოგვიწევს, საკუთარ დამოკიდებულებებს, ჩვევებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.

14 მარტს ქალწულის ნიშანში მთვარის დაბნელებაა, 29 მარტს კი ვერძის ნიშანში მზის დაბნელება გველოდება.

ამ პერიოდს ასტროლოგები განსაკუთრებულს უწოდებენ იმიტომ, რომ წარსულის ჩრდილები მომავლის ნაპერწკალთან იკვეთება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. დაბნელების დერეფანი თითოეულ ადამიანს უბიძგებს, რომ სამუდამოდ დატოვოს წარსულში ის, რაც არასასიამოვნო და არასაჭიროა და გარდაუვალ ცვლილებებზე იფიქროს.

დაბნელების პერიოდში წინა პლანზე ჩვენი შიშები, კომპლექსები, ძველი პრობლემები გადმოდის. თუმცა, ახლა შეგვიძლია, მათ სრულიად განსხვავებული თვალით შევხედოთ და დაძლევაც შევძლოთ.

თუკი ურთიერთობებში რაიმე ხარვეზი არსებობს, მაგრამ აქამდე თვალის გასწორება არ გსურდათ, ახლა ამ პრობლემებს ვეღარ გაექცევით. ამიტომაც, ურთიერთობების თვალსაზრისით შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. ეს ერთგვარი გამოცდა იქნება, რომელსაც შეუძლია, ურთიერთობების როგორც დასრულება, ასევე გამრავალფეროვნება.

ასევე, ამავე პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, მოგვიწევს, წარსულს საბოლოოდ დავემშვიდობოთ.

გარდა ამისა, ბევრ ადამიანს პროფესიულ და საქმიან ურთიერთობებში მკვეთრი ცვლილებები ელოდება.

29 მარტს მზის დაბნელება გლობალური გადაფასებისკენ გვიბიძგებს, ამიტომაც, ალბათ, ბევრი ჩვენგანი არსებულ სიტუაციას, ურთიერთობებს კიდევ ერთხელ შეაფასებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მთავარი გაკვეთილი: იმისათვის, რომ წინ წახვიდეთ, ჯერ წარსული უნდა მოაწესრიგოთ. ეს პერიოდი გვაჩვენებს, რომ ცხოვრებაზე კონტროლი შინაგანი სიცხადით იწყება, ხოლო გამბედაობა იწყება თქვენი ნამდვილი სურვილების ამოცნობით. 2025 წლის მარტის დაბნელების დერეფანი არასაჭირო საქმეებსა და ურთიერთობებზე დამშვიდობების და თამამი არჩევანის გაკეთების დრო იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved