• რეკლამა
  • კონტაქტი
11:25, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალბათ დიდი ხნით წავალ საქართველოდან და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს” – მიხეილ რამიშვილმა ქვეყანა დატოვა

ალია ავტორი - ალია
11:18 03-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვეყანა დატოვა. როგორც რამიშვილი ამბობს, მას ერთ-ერთ საქმეზე ციხით დაემუქრნენ. საუბარია სამოქალაქო დავაზე, რომელიც რამიშვილის მიერ, 2019 წელს შეძენილ ბინას ეხება. სამოქალაქო დავების განმხილველმა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ადვოკატს ბინა ჩამოართვა და საქმეში დევს დოკუმენტი, სადაც გამოძიება ამტკიცებს, რომ ხელმოწერა  გაყალბებულია. რამიშვილის თქმით, სახლის პირველი მეპატრონე გარდაცვლილია და მისი ნათესავები ედავებიან.

“2 მარტს ვტოვებ მე საქართველოს. ვტოვებ იმიტომ, რომ აქ მე არანაირი საშუალება არ მექნება არამარტო ჩემი თავი დავიცვა,  არამედ ის ადამიანები დავიცვა, ვის ინტერესებსაც მე დღესაც ვიცავ , სადაც არ უნდა ვიყო იქიდან ჩავერთვები და სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ყველგან ჩართული ვიქნები. მე ალბათ ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, მე სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა…

ეს [დავის საგანი] არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოსდა ხელმოწერა ძალდატანებით არის გაკეთებული თუ დაწოლით… ჩატარებულია ექსპერტიზა სამხარაულში, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული. მე იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა, რაც მათ მოითხოვეს და ცნობილია, რომ მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულიდან. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი “კოზირი” გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ნახეს, რომ მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაცა გააყალბა…

მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი მქონდა არაერთი მტკიცებულება – აუდიო და ვიდეოჩანაწერები როგორ ხდებოდა ამ ბინის გასხვისება და ჩემს მიერ შესყიდვა, ხაზი გადაუსვა აბსოლუტურად და პრეცედენტადაც კი არ დაუშვა და ერთ – ერთი ხელწერილი, გარკვეული დოკუმენტაცია გადააგზავნა საგამოძიებო ორგანოში და აღძრეს საქმე ” უთხრა რამიშვილმა “ფორმულას”, 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში.  

რამიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს ადვოკატთა იმ ჯგუფის განადგურებას, რომელიც აქციებზე დადის და იმ ადამიანების უფლებებს იცავს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ითხოვენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved