• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლარი – ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და ნეიტრალური შიდა კომპონენტი – განახლება თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტისგან

ალია ავტორი - ალია
14:09 03-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
412

„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორებზე გადავალთ, საგარეო კომპონენტის კუთხით, აგრეთვე, მნიშვნელოვანია გამოვყოთ ბოლო დღეებში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება და, საპირისპიროდ, ევროსგამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიური განვითარებაა.

ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საშუალო–გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთების უპირატესობას, ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, საკმაო დანაკარგები მოსდევს.

ამ მხრივ, ყურადღებას გავამახვილებთ ბოლოპერიოდში კორპორატიული სექტორის უცხოური ვალუტის სესხების პორტფელში ევროს წილის შემცირებაზე, რაც თანხვედრაშია გადაწყვეტილების მიღების ჩვენს ჩარჩოსთან, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო–გრძელვადიან ტრენდზე ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებით.

რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, იანვარში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შედარებით შესუსტდა, რაც გამოიხატება შინა მეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის კლებასა და დეპოზიტების კონვერტაციის ტემპის შენელებაში. მიუხედავად ამისა, ისტორიულ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა მაინც მაღალირჩება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სენტიმენტების მხრივ დინამიკა დიდწილად უცვლელია.

თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე სადღეისოდ არსებულ ნიშნულთან ახლოსაა. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა როგორცშიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება.

სხვა მაჩვენებლების კუთხით, იანვარში, საქსტატისთანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა, რაც ამჯერადაც ჩვენს მოლოდინებზე მაღალია. მეტი ინფორმაცია ზრდის ფაქტორებთან დაკავშირებით ეროვნული ანგარიშების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

აგრეთვე, თებერვალში ფასები წლიურად 2.4%-ითგაიზარდა, თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 2.9%-ს მიაღწია. წლიურ ინფლაციაზე, ერთჯერადი ფაქტორების გარდა, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასებისკლება ხანგრძლივი მოხმარების საქონელზეც, რომელიც, სენტიმენტების თვალსაზრისით, ჩვენთვის განსაკუთრებული დაკვირვების საგანია. ამ კუთხით, აღვნიშნავთ, რომ თებერვალში თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯები ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციაზე კვლავ შენელდა“.

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ შემდეგბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006711-weekly-update-from-the-chief-economist

 

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved