• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კრემლის პროპაგანდისტს, ალექსანდრ გორდონს ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
19:25 03-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

კრემლის ერთ-ერთ წამყვან პროპაგანდისტს, ჟურნალისტ ალექსანდრ გორდონს უცნობი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

სავარაუდო მსხვერპლის თქმით, შემთხვევა 2010 წელს მოხდა, იმ დროს ქალი 17, ხოლო გორდონი 46 წლის იყო.

ანას (სახელი შეცვლილია) ისტორიას Baza რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ანა იხსენებს, გორდონი გადაღებაზე გაიცნო და ელექტრონული ფოსტის მისამართი სთხოვა. რამდენიმეხნიანი მიმოწერის შემდეგ ისინი კაფეში შეხვდნენ, მოგვიანებით წამყვანის თხოვნით გორდონის სახლში ავიდნენ.

ბინაში გორდონი არასრულწლოვანს კონიაკით გაუმასპინძლდა. ანას თქმით, წამყვანი ბევრს ლაპარაკობდა საკუთარ კარიერაზე, პოლიტიკაზე, მისი თხოვნით ნახეს გორდონის რამდენიმე გადაცემა. ლაპარაკის დროს სავარაუდო ბრალდებულმა ბევრჯერ ხაზი გაუსვა ანას ასაკს და თქვა, რომ 16 წლის ქალთანაც ჰქონია ურთიერთობა, თუმცა რომანი აბორტით დასრულდა.

ანამ ახსენა ცნობილი მსახიობი, რომელიც ბინაში მოვიდა. მოგვიანებით სამივე მათგანი სვამდა ალკოჰოლს და ლაპარაკობდა კინოზე. ახალგაზრდა ქალი ზედმეტი ალკოჰოლისგან და სიგარეტისგან ცუდად გახდა და დაიძინა. ბრალმდებლის მტკიცებით წამყვანის კოცნამ გააღვიძა.

სავარაუდო დაზარალებული აღიარებს, რომ სექსუალური ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა და შიშით ცნობილ წამყვანს უარი ვერ უთხრა.

როგორც ანა იხსენებს, მომხდარის შემდეგ სახლში წავიდა. მოგვიანებით ბრალმდებელი გორდონს კიდევ რამდენჯერმე შეხვდა. მისი თქმით, ის ტელეწამყვანი ყველა შეხვედრაზე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და საკუთარი გადაცემების ყურებას აიძულებდა, ასევე ხშირად სინანულით ლაპარაკობდა საკუთარ კარიერაზე.

“რომ დათვრებოდა იწყებდა პუტინზე ლაპარაკს, დანანებით იძახდა, რომ მისგან სოლოვიოვი (კრემლის კიდევ ერთი რეიტინგული პროპაგანდისტი) ვერასდროს დადგება”. – ამბობს ანა.

ანას თქმით, გორდონთან ურთიერთობა რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გაწყვიტა, ვინაიდან ეჭვი ჰქონდა, რომ პროპაგანდისტი სხვა ქალებსაც ხვდებოდა.

ალექსანდრ გორდონი რუსეთში პოპულარული პოლიტიკურ-სოციალური თოქ შოუს, Гордон-ის ავტორი და წამყვანი იყო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სამთავრობო და კრემლთან ასოცირებულ მედიებში.

ბოლოს გორდონი 2022 წელს, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა Время вспомнить წაიყვანა.(ტაბულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved