• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე?

ალია ავტორი - ალია
23:40 03-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
589

ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ, ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე , – ამის შესახებ მსახიობმა და იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ ambeb.ge-ის განუცხადა.

მიშა ანდღულაძემ ისაუბრა ნიდერლანდებში მასზე თავდასხმის დეტალებზე და განაცხადა, რომ რომ ჯგუფი წინასწარ იყო მომზადებული.

მსახიობის თქმით, “ჩვეულებრივი კომედი საღამო იყო და მას ამომრჩევლებისთვის რუსები არ დაუძახია”.

ანდღულაძის აზრით, რაც მოხდა, “თითქოს რელიგიურ ხუმრობას” ეხებოდა, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან “ამომრჩევლებს რუსები უწოდა”, ტყუილია.

“კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, (“ქართული ოცნების”) ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა. ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. მითუმეტეს, ვინც იღებდა ის… რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი, ჯოჯოხეთია სრული.

მანამდე პროკურატურაში მქონდა საქმე, სთენდაფის ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი. ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ. ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, რომ შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო.

ახლა რაც მოხდა, თითქოს რელიგიურ ხუმრობას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ პოსტი რაც დადეს, თითქოს მე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს.

საქართველოშიც პროკურატურას ვეუბნებოდი, რომ ერთად დაგვიძახეთ მე და თავდამსხმებელებს, ჩავეხუტები და ვაგრძნობინებ, რომ მე არ მძულს არავინ. ერთადერთი, მინდა, ყველა ვიყოთ უშიშრები განსხვავებული აზრის მიმართ. რა თქმა უნდა, არ დამიძახეს. ძალიან მძიმე სანახაობა იყო, მაგრამ ისინიც მსხვერპლები არიან საერთო აგრესიის.

კომენტარები რომ ვნახე და ვიღაცებს უხარიათ ადამიანების ცემა და მხოლოდ ნაცებად და ქოცებად განიხილავენ ადამიანებს. შეგვიძლია, რომ მარტივი კრიტიკის გამო ადამიანებს თავს დავესხათ, თან სად – ჰააგაში?! ვნახოთ, საქმე აღძრულია, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქცევებზე.

ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს.

და მერე იქ ვიღაცა უყვებოდა – ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო…

დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ… დაველოდოთ გამოძიებას”, – აცხადებს მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან.

ნიდერლანდებში მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თეგები: მიშა ანდღულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved