• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლო დღეს 20 ივნისის საქმეებს განიხილავს

ალია ავტორი - ალია
14:44 02-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა დღეს ზეპირი მოსმენით განიხილავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს პალატამ ზემოთხსენებულ საქმეებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა) განმტკიცებული უფლების პროცედურული დარღვევა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისს დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ  სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ უფლებებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.  სასამართლომ გადაწყვეტილებაში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, რაც სახელმწიფოს ზოგადი ღონისძიებებისა გატარების ვალდებულებას უდგენს და ხაზს უსვამს იმ სისტემურ დარღვევებზე, რაც შეკრება მანიფესტაციების დაშლისა და შემდგომ გამოძიების პროცესში ვლინდება.

სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ […] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223).

მიუხედავად სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი განმარტებებისა, საქართველოში პოლიციის თანამშრომლები კვლავაც შენიღბულნი არიან და არ ატარებენ განმასხვავებელ ნიშნებს, რითაც  ხდება დაუსჯელობის განცდის განმტკიცება, რაც შემდგომში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულთა გამოუძიებლობის საბაბად არის მოხმობილი. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებული საგამოძიებო სამსახური არც ისეთ ინციდენტებს იძიებს ეფექტიანად რომლებშიც მოძალადე პოლიციელები იდენტიფიცირებადნი არიან.

მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებისა, საიამ მომჩივნების სახელით 2024 წლის 1 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რაც 2024 წლის 23 სექტემბერს დაკმაყოფილდა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს პალატას საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა.

აღსანიშნავია, რომ  ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.

შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას. არაერთი ადამიანი გახდა სპეციალური საშუალებების გამოყენების სამიზნე, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.” აცხადებს საია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved