• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

ალია ავტორი - ალია
13:53 02-25-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, უკვე მეხუთედ მიიღო.

Global Finance-ის დაჯილდოება მეათედ ჩატარდა. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

“მოხარული ვარ, რომ თიბისის პერსონალური საბანკო მოსმახურება კიდევ ერთხელ აღიარეს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი მაღალშემოსავლიანი მომხარებლებისთვის, სანდო პარტნიორები ვართ და მათ შეუფერხებელ მომსახურებას, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ. საერთაშორისო ტენდენციების თანახმად, მომხმარებლები მათი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან ერთიან მიდგომას ელიან, რაც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მათი კაპიტალის გონივრულ მართვას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, სრულ თანხვედრაში ვიყოთ აღნიშნულ ტენდენციებთან და ამ ტენდენციების შესაბამისი მომსახურება და პროდუქტები შევქმანთ თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მიმართულებებით“, –ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“სრულყოფილი პერსონალური ბანკინგი დღევანდელ დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის აერთიანებს როგორც სტრატეგიულ ხედვას, ასევე მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების სწორად გააზრებას. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებით ართმევენ თავს მომხმარებლების ფინანსურ გამოწვევებს, არამედ მუდმივად ცვალებად გარემოში, ინოვაციური შესაძლებლობებით პასუხობენ მათ საჭიროებებს”, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, გამარჯვებულები მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი აპლიკაციების, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებული ინფორმაციისა და დამოუკიდებელი კვლევების შედეგად გამოავლინა.

 

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved