• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეურაცხადი რუსები” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
23:10 02-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 3 წლისთავზე უკრაინაზე რუსული დრონების ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 267 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათგან დაახლოებით 138 დააკავეს, 119 “ლოკაციურად დაიკარგა”,  3 რუსეთში, ერთი კი ბელარუსში გაფრინდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

“დღეს მოფრინდა 267 დრონი. უბრალოდ, სულ რაღაც 267. “შეურაცხადი რუსები.” ამერიკელი პარტნიორების თქმით, ისინი ხედავენ, რომ რუსებს ომის დასრულება სურთ. 267 დრონს უშვებს ადამიანი, რომელსაც ომის დასრულება სურს?” – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა “შაჰიდებით” შეტევა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე. დედაქალაქში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი კერძო სახლი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა. შეტევა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 53 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. შევჩენკოვსკის რაიონში დაზიანდა სახლები და მანქანები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved