• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეცდომების გამო გაებმება რეჟიმი თავისსავე მახეში? – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
03:27 02-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,031

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

რეჟიმმა 2 თვის განმავლობაში წინააღმდეგობის ათობით ათასი მონაწილიდან მხოლოდ 2-3 ასეული ადამიანის დაჯარიმება მოახერხა და ამ ჯარიმებს არა ეს ადამიანები, არამედ მხარდამჭერი ფონდები იხდიან.
❗️წარმოიდგინეთ: 60 დღეში ძაან მაქსიმუმ 300 დაჯარიმებული. ანუ ამხელა აპარატი დღეში 5 ადამიანზე მეტს ვერ აჯარიმებს.❗️
რეჟიმი ცდილობს გამოგვფიტოს, ფრუსტრირება გავიკეთოს, შეგვაშინოს. ამ ყველაფერს ხელი არ უნდა შევუწყოთ და ნებისმიერ მონაცემს ჯარიმებზე, ოქმებზე და სასამართლოში დაბარებებზე სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. ამ ციფრებს სჭირდება სწორი ინტერპრეტაცია, რის შემდეგაც ვნახავთ, რომ ისინი უფრო ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, ვიდრე რეჟიმის.

ქართული ოცნების სტრატეგია ასეთია: დაგვანახოს, რომ ჩვენზე მეტი რესურსი აქვს, ჩვენზე მეტი ინსტრუმენტი, ჩვენზე მდგრადია და ჩვენზე უკეთ მართავს პროცესს.

ისე ცდილობს თავი ისე მოგვაჩვენოს რომ მასთან ყველაფერი რიგზეა, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. მათთვის ყველაფერი რიგზე რომ იყოს, წინააღმდეგობას რომ უმკლავდებოდნენ არ დასჭირდებოდათ ტაქტიკის წამდაუწუმ ცვლილება და კანონმდებლობის გამკაცრების ორი ტალღა.
პირველად ეს დეკემბრის ბოლოს გააკეთეს, როცა მიხვდნენ, არსებული ნორმატიული ჩარჩო ეფექტიანად ვერ უმკლავდებოდა წინააღმდეგობას. ეს ცვლილებების ძალაში წინააღმდეგობის დაწყებიდან ერთ თვეში 30 დეკემბერს შევიდა ძალაში.
ამის მერე თითქოს თვითმარქვია ხელისუფლებას წინსვლის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ იანვრის ბოლოს წინააღმდეგობამ ისევ აჩვენა მდგრადობა. რეჟიმმაც არ დააყოვნა და კიდევ ერთხელ შეიტანა ცვლილებები კანონებში. ისინი ძალაში 7 თებერვალიდანაა. ანუ პირველი დამძიმება საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმისთვის ეფექტიანად აღეკვეთა წინააღმდეგობა და მეორედ მოუწია კიდევ უფრო გამკაცრება კანონების.

აქ ძაან საინტერესო ადგილზე მოვედით.

მეორე ტალღის დროს ჯარიმის გამოწერის წესი შეცვალეს. იქამდე პოლიცია ადგენდა ოქმს (სადაც ასაბუთებდა პირის მიერ სამართალდარღევის ჩადენას), აგზავნიდა სასამართლოში, რომლის შემდეგაც სასამართლო ატარებდა პროცესს, განიხილავდა ოქმში მოცემული ფაქტების ნამდვილობას და იღებდა გადაწყვეტილებას. ახალი წესით პოლიცია პირდაპირ წერს ჯარიმას (როგორც მაგალითად მოძრაობის წესების დარღვევაზე) და თუ არ ეთანხმები უკვე შენ უნდა გაასაჩივრო სასამართლოში. ანუ ბიუროკრატია ჩვენზე გადმოიტანეს.
1. ამ ცვლილების შესახებ რომ გავიგეთ ეჭვი გაგვიჩნდა, სასამართლო ვერ აუდიოდა ჯარიმების გამოწერას. რეჟიმი ისეთი ტემპით ვერ აჯარიმებდა აქციის მონაწილეებს, რომ ამას წინააღმდეგობაზე ეფექტიანი გავლენა მოეხდინა და ის შეესუსტებინა, ამიტომ საქმე გაიმარტივეს. ეს ეჭვი დადასტურდა სამართლებრივი დახმარების ქსელის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემებით საიდანაც ირკვევა, რომ მათ წარმოებაში არსებული საქმეებიდან მხოლოდ 111 შემთხვევაში გამოიტანა სასამართლომ პირის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება. ამ ქსელის მიღმა მაქსიმუმ ერთი იმდენი საქმე შეიძლება ვივარაუდოთ (პარტიების და კერძო ადვოკატების მიერ ნაწარმოები საქმეები). ეს ნიშნავს, რომ 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით სასამართლომ მხოლოდ რამდენიმე ასეული ჯარიმის გამოწერა მოახერხა.
2. მეორე მტკიცებულებაა შს სამინისტროს “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის” უფროსის პატაკი სადაც ის მინისტრს ეუბნება რომ აქციის მონაწილეთა დაჯარიმების საქმეებში დაახმაროს “თბილისის პოლიციის დეპარტამნეტი” რადგან საქმეების რაოდენობას ვეღარ უმკლავდებიან.
3. მესამე, გუშინ გავიგეთ, რომ შს სამინისტრო აღარც ურეკავს დაჯარიმებულებს, პირდაპირ საიტზე ტვირთავს. წარმოიდგინეთ, ტელეფონზე დარეკვას ვერ ასწრებენ. უამრავ შეცდომას უშვებენ. პროცესზე ვიყავი ამასწინათ. შედგენილ ოქმში ყველა ფაქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. მოსამართლემ ვერ გაარკვია სად მოხდა სამართლადარღვევა. სამ სხვადასხვა ადგილს ამბობდა შსს.

რას გვეუბნება ეს ყველაფერი?

რა თქმა უნდა წინააღმდეგობას დიდი ენერგია მიაქვს, რეჟიმთან ბრძოლა რთული და გრძელვადიანი პროცესია, რესურსების მოძიებაზე უნდა ვიფიქროთ და წინააღმდეგობაში ახალია ჯგუფებია მოსაზიდი, მაგრამ სისტემის რესურსებიც არაა ამოუწურავი, მათაც უჭირთ, მათაც ელევათ ენერგია და არ ყოფნით პირადი შემადგენლობა.
წარმოიდგინეთ ერთ მხარეს ვართ ჩვენ ცარიელი ხელებით. სახლიდან და საქმიდან მოტანილი რესურსებით.
იქეთ კი არის მთელი სახელმწიფო, თავისი ბობოლა ბიზნესით, არაფორმალური ქსელებით, აპარატით და ფულით; გაზით, რეზინის ტყვიებით, ჭავლის შეჯავშნული მანქანებით, გაწვრთნილი სპეცრაზმით, სასამართლოთი და თვალთვალის სისტემებით, მაგრამ მაინც უჭირთ, მაინც ახალ ახალ გზებზე ფიქრობენ როგორ გაგვიმკლავდნენ, უფრო და უფრო ამძიმებენ კანონებს და მაინც რესურსების დეფიციტი აქვთ.
ჩვენი უპირატესობა არის ის რომ ჩვენ ვართ მართლები, მოტივირებულები და მიზანდასახულები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და დემოკრატიას და უნდა ვიყოთ რაციონალურები:
კი, ფურცელზე ბევრ ჯარიმას გამოწერენ, ციფრებს დაატრიალებენ, კანონებით ეცდებიან ჩვენს შეშინებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ციფრები ავტომატურად არ ნიშმავს რეალობას და ჩვენ აქ კარგი ბერკეტები გვაქვს. მეთოდური მუშაობა არის სწორი პასუხი. ჩვენც უნდა ვიმუშავოთ მათი რესურსების გამოფიტვაზე.
ყველა ჯარიმას გავასაჩივრებთ შს სამინისტროშივე, ზემდგომთან. მათივე იარაღი უნდა შევუტრიალოთ. გასაჩივრებას განხილვა დასჭირდება. ათასობით ჩვენგანს დააჯარიმებენ? ათასობით ჩვენგანი გაასაჩივრებს! და შსს-ს მოუწევს ათასობით საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა. ეს საქმეები, უკვე ისედაც გადატვირთულ შს სამინისტროს, კიდევ უფრო გადატვირთავს.
მერე ეს საქმეები წავა სასამართლოში და უკვე კრიტიკულ ზღვარზე მყოფი სასამართლო, კიდევ უფრო დაიტვირთება. და ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების.
ასე რომ, არ შეგაშინოთ ამ ციფრებმა. რა თქმა უნდა ჩვენ ისინი არ უნდა უგულვებელვჰყოთ. არა. პირიქით, მაგრამ მათ უნდა დავუპირისპიროთ რაციონალური სტრატეგია და რეჟიმი თავისსავე დაგებულ ხაფანგში გაებმება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved