• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” მსხვილ შემომწირველ კომპანიას ბიუჯეტიდან 160 ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი ტენედრში გარეშე – „ფლანგვის დეტექტორი“

ალია ავტორი - ალია
11:53 05-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

„ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 160 მილიონი ლარი მიიღო – შესაბამის კვლევას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმ ომადგენლები ამბობენ, რომ 2017 წელს თბილისის მერის არჩევნების პერიოდში შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირეს.

მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა, მერიამ კომპანიასთან 73,087,015 ლარის ხელშკრულებები გააფორმა.

მოგვიანებით, ჯეუ გრუპი მერმა კალაძემ კახეთის გზატკეცილის უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო საჯაროდ გააკრიტიკა, თუმცა 2019-ში ჯეუ გრუპმა უკონკურენტო ტენდერში გამარჯვებით მიიღო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის 8-მილიონიანი შეკვეთა.

ჭავჭავაძის გამზირი 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზა ხელახლა გადათხარეს და ახლა ივლისის ბოლოს ამბობენ.

“შპს ჯეუ გრუპი დაარსდა 2008 წლის 23 აპრილს. კომპანიის 50-50%-ს ფლობენ გიორგი მარკოიშვილი და ნინო კიკაბაძე. აღნიშნული კომპანია ოპერირებს გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.

2013 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში, რომლის შემსყიდველიც ყველა შემთხვევაში არის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო. 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება შეადგენს 159,317,027 ლარს. აქედან 7,982,512 ლარი ამ კომპანიამ მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით, რაც გულისხმობს რომ შემსყიდველმა სახელმწიფო ორგანოებმა ყოველგვარი ტენდერის და კონკურსის გარეშე უშუალოდ ამ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კომპანიის მფლობელები არიან მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები. 2017 წლის აგვისტოში, ადგილობრივი არჩევნების წინაპერიოდში შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა 25-25 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.

2017 წლის საარჩევნო კამპაანის დროს მმართველი პარტიისთვის შეწირული 50,000 ლარის შემდეგ ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ თბილისის მერიამ, კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ, 2017 წლის ბოლოდან – 2020 წლის ჩათვლით, ამ კომპანიასთან 73,087,015 ლარის ხელშეკრულება გააფორმა, აქედან 1,039,200 ლარის –– გამარტივებული შესყიდვის გზით.

აღსანიშნავია ისიც რომ 2019 წელს ეს კომპანია ასრულებდა კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რასთან დაკავშირებითაც კახა კალაძემ შპს ჯეუ გრუპი გააკრიტიკა. მისი თქმით: “ის რაც კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე ხდებოდა, იყო სრული კატასტროფა”.

იგივე კომპანია ასრულებს სამუშაოებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 2019 წლის 31 იანვარს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, შპს ჯეუ გრუპმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 2019 წლის მარტში მასთან 7,820,989 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო. სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო მთლიანად გამზირის რეაბილიტაცია გაზაფხულზე. თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, სამუშაოების დასრულების ბოლო ვადამ გადაიწია.

ამავე დროს ხელახლა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე დაგებული ასფალტის გადათხრა. როგორც მერიაში ამბობენ სანიაღვრე ჭების ხუფები უნდა დაამონტაჟონ, სანამ ასფალტის ბოლო ფენა გადაეგება გზის ამ მოკვეთს და აქამდე დაგებული ასფალტის აყრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რომელიც შემოდგომაზე ამბობდა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდებოდა, 2020 წლის 12 მაისს აცხადებს, რომ სამუშაოები სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე დასრულდება”- წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved