• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20-ზე მეტი პირი

ალია ავტორი - ალია
12:08 02-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 21 პირი.

“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი – 1982 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯავშანჟილეტები ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა, მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1988 წელს დაბადებული გ.თ.- ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 16 ვაზნა და მჭიდი.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1950 წელს დაბადებული მ.ხ., 1979 წელს დაბადებული ქ.წ., 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ხ., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1959 წელს დაბადებული ნ.კ., 1966 წელს დაბადებული გ.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1948 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 7 მჭიდი, 591 ვაზნა, 3 ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.
სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ. დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 ვაზნა ამოიღო.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი – 1991 წელს დაბადებული ბ.წ., უცხო ქვეყნის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ა., წარსულში ნასამართლევები:1993 წელს დაბადებული მ.ქ. და 1975 წელს დაბადებული ე.თ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. ამასთან, ბ.წ.-ს და მ.ქ. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1998 წელს დაბადებული თ.ს. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ტყვიამფრქვევი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი, დამბაჩა, 2 მჭიდი და 69 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved