• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართული ოცნების” წარმომადგნელები ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანებიან

ალია ავტორი - ალია
15:20 02-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

15 თებერვალს, ბათუმში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები 4 და 5 წლის ბავშვები არიან.

ტრაგედიის ადგილზე მისულ აჭარის ოცნების ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძემ კითხვაზე თუ რატომ არ იყო ტერიტორიაზე დაცული უსაფრთხოების ზომები, ჟურნალისტებს ბრალი დასდო, რომ ისინი “სპეკულაციებს ცდილობდნენ” და ყველას “მშვიდობის შენარჩუნება” ურჩია.

“ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ.

მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. […] დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია, ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ, […] დამშვიდდით, მოსახლეობა ისედაც აღელვებულია,” — თქვა აჭარის აჭარის ოცნების ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძემ.

მოგვიანებით, შემთხვევას, სამშენებლო კომპანია ანაგიც გამოეხმაურა. ისინიც უარყოფენ, რომ უბედური შემთხვევის ადგილას მათ არანაირი მშენებლობა არ უწარმოებიათ და გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებენ.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედანზე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია, ” — წერს სამშენებლო კომპანია ანაგი.

მომხდარს მოგვიანებით, ოცნების სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის”, — ნათქვამია ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ვრცლად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved