ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია – ამბობს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი “ოცნების ქალაქში” დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. უბედური შემთხვევის ადგილას მისული აჭარის ფინანსთა მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ვერ პასუხობს მედიისა და ადგილობრივების შეკითხვას, რატომ არ იყო ადგილზე უსაფრთხოების ზომები მიღებული. მისი მტკიცებით, ადგილზე ჯერ მშენებლობა არაა დაწყებული და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ფუტკარაძე მედიას სპეკულაციებში ადანაშაულებს – “მედია სპეკულირებთ” ამბობს ის.
ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში ცოტა ხნის წინ დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები