• რეკლამა
  • კონტაქტი
07:13, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომელ პოლიციელს მოხვდა, არ ვიცი” – კიდევ ერთი სკანდალური პროცესი და უცნაური მოწმე შსს–დან

ალია ავტორი - ალია
16:36 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
298

მოწმე პოლიციელი, რომელმაც სპეცრაზმელის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო, გადაჭრით ვერ ამბობს, ვისი ნასროლი ფოიერვერკი მოხვდა და მეტიც, ვერ ამბობს, ვის მოხვდა. ეს განცხადება სამართალდამცველმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც სინდისის პატიმარ, გიორგი მინდაძის საქმის განხილვა მიდიოდა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას ედავებიან. გამოძიება ამტიცებს, რომ სწორედ მინდაძის მიერ გასროლილი ფოიერვერკი მოხვდა შენიღბულ სპეცრაზმელს. დღევანდელ პროცესზე კი გაირკვა, რომ პოლიციელმა ამ საქმის გამოძიება ფეისბუკზე ნანახი ვიდეომასალის გამო გადაწყვიტა.

“სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ვნახე, რამდენიმე წამიანი იყო, არ მახსოვს ზუსტად, გადაღებული იყო ერთ-ერთი პიროვნების, 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ მხარეზე პოლიციელები იდგნენ, მეორე მხარეს მომიტინგეები და მომიტინგეების მხრიდან ერთ-ერთი პიროვნება, ახალგაზრდა, რომელიც პიროტექნიკის საშუალებით ახორციელებდა გასროლას, რომელი გასროლილიც პოლიციას ხვდებოდა და ფეთქდებოდა. ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ჩამოვტვირთეს ეს ტელეფონზე და პატაკის სახით მოვახსენე ჩემს ხელმძღვანელობას.

ახალგაზრდა მამაკაცი იყო, საშუალო აღნაგობის, ჯინსის ქურთუკი ეცვა, პირბადე ჰქონდა, მაგრამ ცხვირსქვევით ჰქონდა ჩამოწეული. პოლიციელს ხვდება, მაგრამ რომელ პოლიციელს, არ ჩანს”, – თქვა მოწმემ.  

დღევანდელ პროცესს მინდაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბრალდების მხარეს მინდაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია.

მინდაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 24 თებერვალს 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა არ გამორიცხავს რომ მომდევნი პროცესზე ის სპეცრაზმელი გამოკითხონ, რომელმაც, მათი მტკიცებით, უმძიმესი დაზიანება მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved