• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების დასანქცირებას ითხოვს – ვინ არიან სიაში

ალია ავტორი - ალია
14:35 02-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,133

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.

გამოცემა Euroscope-ის მთავარი რედაქტორი თამარ ნუცუბიძე ავრცელებს ევროპარლამენტის შეჯერებული რეზოლუციის წინასწარ ვარიანტს, რომელიც განსახილველად ხვალ უნდა გავიდეს.

ირკვევა, რომ ბიზნესმენების გარდა, შავ სიაში ოლიგარქის ოჯახის წევრებიც არიან შეყვანილები. საუბარია ეკატერინე ხვედელიძეზზე, უტა, ბერა, ცოტნე და გვანცა ივანიშვილებზე.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ სანქციები უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს.

მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25-ს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, როგორებიც არიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზე.

მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს და მათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფო რეპრესიულ აპარატს, მათ შორის ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილის, ცოტნე ივანიშვილს, გ. ივანიშვილს, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ახლაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს, – წერია რეზოლუციის ტექსტში. 

დოკუმენტში ასევე არის ჩანაწერი “ქართული ოცნების” არაღიარებასთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სრულიად ევროკავშირს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს რეჟიმს, რომელიც თვითგამოცხადებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.

გმობს და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშNული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძრითად უფლებებს და ქვეყნის ძრითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება.
საქართველოს განიხილავს როგორ „ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს. გამოხატავს ღრმა მწუხარებას, რომ მმართელმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა ევროინტეგრაციისა და ნატოშ გაწევრიანების გზა.

არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომრბის გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაარსებულ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხახდებულ ხელისუფლებას, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახავდა საქართველოს ხალხის ნებას.
მოუწოდებს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, ეროვნულ პარლამენტებს და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ამიტომ, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს, – ნათქვამია დოკუმენტში. 

რეზოლუციაში საუბარია პოლიტპატიმრების შესახებაც და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

რეზოლუცია, რომელიც განსახილველად ხვალ გავა, 28 პუნქტისგან შედგება(ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved