• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში“ – ბაჩიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:48 02-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,732

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა:

,,დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ჩანაწერი იყო მონტაჟი და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიოჩანაწერს და მე მგონი, არანაირი ექსპერტი არ იქნება იქ საჭირო, რომ დადგინდეს ვინ არიან იქ მოსაუბრეები.

ჩვენ ეს ჩანაწერი გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში. იყო ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი, იკვლევენ ამ ჩანაწერს და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება უკვე პასუხი რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა ივანიშვილის კანტორისგან.

ჩანაწერის შინაარსია ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10-წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადია, საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს , რომ დახმარება გამიწიოს ქართუ ბანკში სესხის მიღებაში. არანაირ ინვესტიციაზე აქ საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას, თუმცა შემდგომ უკვე ივანიშვილმა, როდესაც გაეცნო ამ ჩანაწერს, მეორე ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი პრინციპში სწორია და  ასე ვისაუბრეთო, შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდეს ადგილიო, თუმცა არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს რომ ჩანაწერში ასახულია პრეისტორია. ანუ, ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოვილაპარაკეთ, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა მე გავმხდარიყავი ინვესტორიო. ანუ, პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს.”

თეგები: ივანიშვილი–ბაჩიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved