• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ეკუთვნის 10 უმსხვილესი კომპანია, რომელმაც 2024 წელს ჩინეთიდან პროდუქცია შემოიტანა

ალია ავტორი - ალია
11:46 02-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
591

2024 წელს საქართველოში იმპორტირებულია 16.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია. იმპორტის უდიდესი ნაწილი თურქეთიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან ხორციელდება.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილი უკავია ჩინეთს, მისი წილი მთლიან იმპორტში 9.6%-ს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან 1.6 მილიარდი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 24%-იან ზრდაზე მიანიშნებს. კერძოდ, 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში 1.3 მილიარდი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

ვის შემოაქვს ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია ჩინეთიდან

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებსაც საქართველოში პროდუქცია ჩინეთიდან შემოაქვს.

შპს „ალტა“ 1998 წელს დარეგისტრირდა. მის დირექტორად სამეწარმეო რეესტრში კახა ჭოველიძე ფიქსირდება. კომპანიის 28.6%-ს – თეა კაკაბაძე, 7.39%-ს – ნანა კასრელიშვილი, 5%-ს – ლევანი ნიკოლაიშვილი ფლობენ. ამასთან „ალტას“ 47.8% ეკუთვნის შპს დაგეტა კაპიტალს, ამ უკანასკნელის მფლობელი კი საქართველო-აშშ-ს ორმაგი მოქალაქე ირაკლი კაკაბაძეა. დანარჩენ წილებს კი 11 პირი ინაწილებს.

შპს „ავტოტექნო“ სამეწარმეო რეესტრში 2016 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 100%-ის მფლობელი და დირექტორი მიხეილ ალხანიშვილია.

შპს „გორგია“ 2008 წელს არის რეგისტრირებული. წილებს სრულად გია გორგოშაძე ფლობს. კომპანიის დირექტორი კი ხვიჩა პაპუნიძეა.

2013 წელს დარეგისტრირებული შპს „ემტექნიკსის“ წილების მფლობელი კახა გაბრიჭიძეა, დირექტორის პოსტს კი ირინე გრძელიძე იკავებს.

შპს „იუ-ჯი-თის“ მთლიან წილებს შპს „იუ-ჯი-თი ჯგუფი“ ფლობს. „იუ-ჯი-თი ჯგუფი“ 2011 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 85%-ს გრიგოლ ჭირაქაძე, 5%-ს გურამ ხოჯანაშვილი, 5%-ს გიორგი მაისურაძე და ასევე 5%-ს ერმილე სულაძე ინაწილებენ.

შპს „კორეან ელექტრონიქს“ 2017 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი გიორგი ქიძინიძეა.

შპს „მაგთიკომი“ რეესტრში 1996 წელს დარეგისტრირდა. წილების 51%-ს აშშ-ში დაფუძნებული „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ“, ხოლო 49%-ს ასევე ამერიკაში დაფუძნებული „ტელსელ უაიერლეს კომპანი“ ინაწილებენ.

შპს „ნოვა“ 2006 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს 5 პირი ინაწილებს, თითოეული წილების 20-20%-ს ფლობს. უფრო კონკრეტულად, კომპანიის მეწილეები არიან: ზვიად აბულაძე, ჯემალ ბოლქვაძე, ემზარ ირემაძე, ჯემალ ანთაძე და რამაზ ირემაძე.

შპს „ომეგა“ 1996 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 40%-ს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე თამარა გაბრიელაშვილი ფლობს, წილების 50% გრიგორი გუდავაძის ხოლო 10% ნინო გაბუნიას მფლობელობაში. გაბუნია იკავებს დირექტორის პოზიციასაც.

შპს „ჯი არ სი“ რეესტრში 2003 წელს დარეგისტრირდა. წილების უდიდეს ნაწილს, 40%-ს გიორგი აღდგომელაშვილი ფლობს. ამასთანავე, წილების 30%-ის მფლობელია მერაბ ნიქაბაძე, 15-15%-ს კი დავით ნიქაბაძე და გიორგი ნიქაბაძე ფლობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved