• რეკლამა
  • კონტაქტი
17:25, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს – შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ

ალია ავტორი - ალია
20:01 02-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,112

ბრიტანულ–ქართული აკადემიის სხვადასხვა თაობის მოსწავლეების მშობლებმა ერთობლივ განცხადებაში დაუჭირეს მხარი სკოლის დამფუძნებელს და დირექტორს ნათია ჯანაშიას, რომელმაც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უმაღლესი ავტორიტეტის და შედეგების სკოლა შექმნა.

მათი თქმით, ნათია ჯანაშიას წვლილი სკოლის წარმატებაში, ამ თემის ჩამოყალიბებაში არის განუზომლად დიდი. მისი ცოდნისა და ძალისხმევის გარეშე სკოლა ვერ იქნებოდა მიმზიდველი ვერც მშობლებისთვის და ვერც ინვესტორისთვის, რომელიც უკვე თვეებია ცდილობს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნათია ჯანაშიას ჩანაცვლებას საეჭვო კომპეტენციის და რეპუტაციის კადრით.

მოსწავლეების მშობლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ შვილებს აქვთ ორი ოჯახი – ოჯახი, სადაც მათზრდიან მშობლები და ბებია–ბაბუები და ოჯახი სკოლის სახით. მეორე ოჯახს, ანუ სკოლას, მშობლები ვირჩევთჩვენი ღირებულებების შესაბამისად. ვარჩევთ სიფრთხილით, ვითვალისწინებთ კურსდამთავრებულების მიღწევებს, მასწავლებლების გამოცდილებასა და კვალიფიკაციას, ვაკვირდებით გარემოს, რათა დავრწმუნდეთ, ჩვენი შვილების ფიზიკურ და მენტალურ უსაფრთხოებაში, მათ კეთილსინდისიერ პიროვნებებად ჩამოყალიბების პერსპექტივაში.

ბრიტანულ–ქართული აკადემია, უკვე თითქმის ორი ათეული წელია (ამ წერილის ხელმომწერთა ნაწილს სკოლასთან თანამშრომლობის სწორედ ამ ხნის გამოცდილება გვაქვს), ჩვენი შვილებისთვის ერთ დიდ ოჯახად იქცა. სკოლა გახდა მათი წარმატების ტრამპლინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამ სკოლის კურსდამთავრებულებმა ევროპისა დაამერიკის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელეს სწავლა მაღალი მოსწრებით. ბევრმა მათგანმა, საკუთარი ცოდნით, მოახერხა სასწავლო გრანტის მოპოვება.

მაღალი აკადემიური ხარისხის გარდა, სკოლა ბავშვებს ზრდის ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და მოვალეობები, საკუთარი როლი ქვეყნისა დადემოკრატიის მშენებლობაში.

სკოლაში ბავშვები ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთის უფლებების დაცვას სწავლობენ, ეზიარებიან სამართლიანობის პრინციპებს, აფასებენ საკუთარ დასხვის თავისუფლებას, იზრდებიან სიკეთით და სიყვარულით გაჯერებულ გარემოში. ჩვენი შვილები იქ, სადაც უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კლასებია, არ სწავლობენ მხოლოდ საგნებს, ისინი ყალიბდებიან კარგ ადამიანებად. ეს კი მშობლებს გვაიძულებს, ჩვენი ქვეყნის რეალობაში საკმაოდ მაღალ გადასახადს შევეჭიდოთ, რათა შვილებს მივცეთ ევროპული სტანდარტის განათლება და შესაბამისად, – მომავალი.

ის, რაც მშობლებს ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში გვიზიდავს, რასაც ვაფასებთ და რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს – შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა. ორი ათეული წლის წინ, როცა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სკოლები არც კი არსებობდა, ბრიტანულ–ქართული აკადემია იყო ჩვენი შვილების ნათელი მომავლის კუნძული, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ძლიერ თემში გარდაიქმნა. ამ თემის წევრები, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ნათია ჯანაშიას წვლილი სკოლის წარმატებაში, ამ თემის ჩამოყალიბებაში არის განუზომლად დიდი. მისი ცოდნისა და ძალისხმევის გარეშე სკოლა ვერ იქნებოდა მიმზიდველი ვერც მშობლებისთვის და ვერც ინვესტორისთვის.

სწორედ ამიტომ, ამ წერილის ხელმომწერი მშობლები, ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ნათია ჯანაშიას და სკოლის ამჟამინდელ ადმინისტრაციას. არ გვსურს სასწავლო დაწესებულებაში ისეთი ცვლილებები განხორციელდეს, რაც ისედაც რთულ გარემოში, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი შვილების განვითარებას და მომავალს. ჩვენთვის ყველაზე ფასეული ჩვენი შვილების მენტალური და ფიზიკური სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, ამიტომ გთხოვთ, ნუ შეუშლით ხელს სკოლის გამართულ მუშაობას. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესით, რადგან სკოლა მათ ირგვლივ დამათ ინტერესებზე უნდა იყოს აგებული“, – ნათქვამია ბრიტანულ–ქართული აკადემიის მოსწავლეთა მშობლების ერთობლივ განცხადებაში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved