• რეკლამა
  • კონტაქტი
11:16, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩი გახდა

ალია ავტორი - ალია
15:10 02-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და NBA-ის სამგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ელჩად დაინიშნა. აღნიშნულ საპატიო თანამდებობაზე ზაზა ფაჩულია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა სან-ფრანცისკოში “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” მატჩზე წარადგინა. ქართველთან ერთად, UNWTO-ს ელჩის სტატუსი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, სტეფ კარიმაც მიიღო.

როგორც BMG-ისთვის მიწოდებულ მასალაში ვკითხულობთ, სპორტსმენებმა აღნიშნული წოდება საზოგადოების განვითარებისადმი შეტანილი წვლილისთვის მიიღეს. “სპორტულ კარიერაში მიღწეული წარმატება და საზოგადოების განვითარებისადმი ერთგულება ორივე მათგანს სამაგალითო ფიგურებად აქცევს. ეს ფაქტები კი, მთელს მსოფლიოში სპორტის ტურიზმის სარგებლიანობის პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება”, – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გლობალური ტურიზმის მმართველი ორგანიზაციის ელჩად დანიშვნას თავად ზაზა ფაჩულიაც გამოეხმაურა. კალათბურთელის თქმით, UNWTO-ს ელჩის სტატუსი მსოფლიოში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებას მისცემს. “მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და ზუსტად მესმის რა დადებითი გავლენის მოხდება შეუძლია მას როგორც ტურიზმზე, ასევე ზოგადად ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ ეს როლი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. ორგანიზაციასთან ერთად ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ სამყაროში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კი, დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ჯანსაღი კუთხით განვითარებას ძალიან დაეხმარება. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კარგ მეგობარს – გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩების მთავარ მიზანია ისეთი ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის დახმარებით ტურიზმის განვითარებას, კულტურათა შორის კავშირების გაღრმავებას და ამ ყველაფრის საფუძველზე მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ზაზა ფაჩულია, სტეფ კარისთან და სხვა ელჩებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩაერთვება. საინტერესოა, რომ მოქმედ ელჩებს შორის საკალათბურთო სამყაროს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავს, როცა ფეხბურთელებს შორის ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, დიდიე დროგბა, იკერ კასილასი და ფერნანდო იერო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იმავე მატჩზე, სადაც ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად წარადგინეს, ქართველმა კალათბურთელმა Money Ball-ით “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” ის მოთამაშეები დააჯილდოვა, რომელთაც NBA All Star-ის კვირეულში განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved