• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი შშმ ქალის უმძიმესი ჩვენება- ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
23:03 02-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
557

სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ქალის უმძიმესი ჩვენება – “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვის ოქმი, სადაც ის ჰყვება, რომ ტრეფიკიორი ცოლ ქმარი დღეში, დაახლოებით, 8 მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

კლიენტებისგან გამომუშავებული თანხის გარდა, ცოლ-ქმარმა მსხვერპლის საპენსიო ბარათი და შემწეობის თანხაც მიითვისა. დანაშაულის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც ქალი იძულებით პროსტიტუციაში ოთხი წლის განმავლობაში იყო ჩართული. ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარს ხელბორკილები დაადეს. 8 ტომიან საქმის მასალებში ფარული აუდიო-ვიდეო მასალებიც დევს.

ახალგაზრდა ქალის მცირეწლოვანი შვილი, ახლა მინდობით აღზრდაშია. თავად დედა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. მან ოთხწლიანი სექსუალური ექსპლუატაციის შემდეგ დუმილი დაარღვია და დანაშაულში ამხილა მისივე ნაცნობი ცოლ ქმარი – ხათუნა და ლევან აბულაძეები.

დაზარალებული ქალის მონათხრობს ამყარებს გამოძიების მიერ მოპოვებული ფარული სატელეფონო საუბრებიც. საქმის მასალებში დევს ჩანაწერები, სადაც ლევან აბულაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის შესახებ საუბრობს. ის ცოლს უყვება, თუ როგორ სცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქუჩაში საკმარისი თანხა ვერ გამოიმუშავა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აბულაძეებისთვის არარსებული ვალის გასასტუმრებლად, იძულებული იყო საღამოს შვიდი საათიდან დილის 12 საათამდე გზის პირას მდგარიყო და კლიენტებისთვის სქესობრივი ურთიერთობა შეეთავაზებინა. ჩვენებების გარდა, ფაქტს ფარული ჩანაწერიც ადასტურებს.

სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლს ცოლ-ქმარმა საპენსიო ბარათი ჩამოართვა და რამდენიმე თვის შემწეობა წაართვეს. მას არ აძლევდნენ არც კვების, არც გათბობის და არც შესვენების უფლებას.

“რუსთავი 2” თბილისში, ადამიანით ვაჭრობაში მხილებული ცოლ-ქმრის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლებისთვის ცნობილია, რომ აბულაძეები ტრეფიკინგისთვის დააკავეს. წყვილის საეჭვო საქმიანობის გამო კორპუსში ადგილობრივებმა ვიდეო კამერებიც კი დაამონტაჟეს.

ბრალდებულები მოსამართლის გადაწყვეტილებით უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან. ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე “კურიერს” პროკურორი ესაუბრა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ტრეფიკინგში მხილებული ცოლ-ქმარი უმკაცრესად დაისჯება.

პროკურორი ჰყვება, რომ ხათუნა და ლევან აბულაძეები მსხვერპლის უმწეო მდგომარეობას პირადი სარგებლისთვის იყენებდნენ. მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ქალი ფინანსური შემოსავლის წყაროდ აქციეს. პროკურორის თქმით, დაზარალებულს მთელი ოთხი წლის განმავლობაში აიძულებდნენ პროსტიტუციას და ტრეფიკიორები სრულად განკარგავდნენ ქალის მიერ გამომუშავებულ თანხას. ბრალმდებელი ადასტურებს იმასაც, რომ დაზარალებული არაერთხელ გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეც.

ხათუნა და ლევან აბულაძეები ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ცოლ-ქმარს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved