• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე კანონი მკაცრდება – რას გულისხმობს ცვლილება?

ალია ავტორი - ალია
11:12 02-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,781

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, იგეგმება რიგი საჯარიმო სანქციების გამკაცრება. მათ შორის, ცვლილება ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის საკითხსაც.

კანონპროექტის თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე მიდგომა მკაცრდება. მართალია, ამ ტიპის დანაშაულზე არსებული კანონმდებლობით მოქმედი ფულადი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უცვლელი რჩება, თუმცა იზრდება მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობა.

რა იცვლება კანონში არაფხიზელი მძღოლებისთვის
უფრო კონკრეტულად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს გარკვეულ 3 ტიპის ადმინისტრაციულ დარღვევაზე, დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, მართვის მოწმობის უფლება აქვს ჩამორთმეული და ამ სახდელის პერიოდში კვლავ იგივე სამართალდარღვევა დაუფიქსირდება, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა კიდევ 1 წლით გაეზრდება.

ეს ცვლილება შეეხება შემდეგი 3 ტიპის დარღვევას, როგორიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-7 ნაწილებით განსაზღვრული ქმედებები.

  • კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს:სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება−გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
  • კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს: სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება−გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
  • კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი გულისხმობს:ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება−გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.

შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ პირს ზემოთჩამოთვლილი სამი ადმინისტრაციული სახდელიდან რომელიმე აქვს დაკისრებული და მაგ პერიოდში რომელიმე ამ 3 ტიპის სამართალდარღვევას კვლავ ჩაიდენს, მართვის მოწმობის შეჩერების ვადა დამატებით 1 წლით გაუხანგრძლივდება.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გაფართოვდა იმ სამართალდარღვევების ჩამონათვალი, რომელთა ჩადენასთან ერთადაც უფრო დამამძიმებელ ქმედებად ჩაითვლება – სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

მაგალითისთვის, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, ან ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს აღემატება ან მძღოლი სიმთვრალეზე შემოწმებას თავს აარიდებს და მსგავსი ქმედება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, გამოიწვევს:

  • მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
  • მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას, იმ შემთხვევაში თუ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved