• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ალია ავტორი - ალია
12:28 02-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭირება მხარდაჭერა და თანადგომა.

 

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება. ამასთანავე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ეს უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, -განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, თბილისის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, წელსაც ვასრულებთ მას. ვაუჩერის წლიური ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველ თბილისელ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ პროგრამით, საჭიროა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. პაციენტის შემოწმების შემდეგ ექიმი დანიშნულ მედიკამენტებს სპეციალურ პროგრამაში შეიტანს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მისი თქნით, პენსიონერს ვაუჩერის განაღდება ელექტრონულად, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

„ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, 25 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჩვენ წელსაც გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს და, გარკვეულწილად, შევუმსუბუქოთ ყოევლდღიური ყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved