• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სერვერის IP მისამართი ვერ მოიძებნა“ – USAID-ის ვებგვერდი გათიშულია

ალია ავტორი - ალია
15:55 02-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი მიუწვდომელია. როგორც „როიტერი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

ვებგვერდზე შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება: „სერვერის IP მისამართი ვერ მოიძებნა“.

„როიტერის“ ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, ვებგვერდის გათიშვა უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს უცხოური დახმარების პროგრამების გადახედვას და მათი დაფინანსების დროებით შეჩერებას. უცნობია, კონკრეტულად რომელ პროგრამებს შეეხება ეს შეზღუდვა და როდის აღდგება ვებგვერდის მუშაობა. USAID-ის წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა, ანონიმური წყაროების ცნობით, თანამშრომლებს ოფიციალური მითითება ჰქონდათ, რომ შეჩერებული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.

ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი კრიტიკის საგანი გახდა. კონგრესის რამდენიმე წევრმა, განსაკუთრებით დემოკრატებმა, შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ დაფინანსების გაყინვა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებსა და ჰუმანიტარულ მისიებს. რესპუბლიკელთა ნაწილი კი მიესალმება ამ ნაბიჯს და მიიჩნევს, რომ საჭიროა საგარეო დახმარების პრიორიტეტების გადახედვა. „სიენენის“ ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დასრულდება ეს პროცესი და რა გავლენას მოახდენს იგი USAID-ის გრძელვადიან საქმიანობაზე.

USAID-ი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ შექმნა ცივი ომის დროს, რათა საბჭოთა გავლენას დაპირისპირებოდა. 1961 წელს კონგრესმა მიიღო საგარეო დახმარების აქტი, რომელსაც კენედიმ ხელი მოაწერა და ამავე დროს გასცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც USAID-ი დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved