• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს სისხლის სამართლის მექანიზმების თვითნებური გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ” – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
16:37 02-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” “დაიტოვეს” დამფუძნებლების, ნენსი ვოლანდისა და ილია ღლონტის და სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლის სამართლის მექანიზმების თვითნებური გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.

“დღეს, 2025 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:15 საათზე, სამოქალაქო აქტივისტმა ნენსი ვოლანდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი სახლის კართან მისულია პოლიცია და ნებაყოფლობით არშეშვების შემთხვევაში, ბინაში იძულებით შეღწევას და ჩხრეკის ჩატარებას გეგმავს. რამდენიმე წუთში იგივე ინფორმაცია გაავრცელა ფეისბუქ-ჯგუფ “დაიტოვეს” მეორე დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა. ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს აქტივისტი, ისაკო დევიძე, ხოლო ოჯახის წევრებისთვის ამ დროისთვის უცნობია, სად არის იგი გადაყვანილი. მედიის ცნობით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს – 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ ილია ღლონტიც.

შსს-ს ინფორმაციით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა.” თუმცა, სამინისტროს განცხადებაში არ არის განმარტებული ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესების საფუძვლიანობას და კანონიერებას დაადასტურებდა.ნიშანდობლივია, რომ სამივე აქტივისტის საცხოვრებელ სახლებში შესვლა 2 თებერვალს თბილისი მოლთან დაგეგმილი აქციის წინა დღეს, პრაქტიკულად თანადროულად მოხდა. დაგეგმილ აქციაზე “ქართული ოცნების“ რეპრესიულ პასუხს აჩვენებს ისიც, რომ შეკრებამდე 2 დღით ადრე, დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანა 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში ,,სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც სტრატეგიულ ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად ასევე განსაზღვრა საქართველოში არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. Სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა. №361 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარების კრიმინალიზება ხდება.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი საპოლიციო ღონისძიებები ნენსი ვოლანდისა (ქრისტინა ბოტკოველი) და ილია ღლონტის ბინების ჩხრეკის პირველი შემთხვევა არ არის და 2024 წლის 4 დეკემბერს, ატივისტების ბინაში უკვე განახორციელეს ჩხრეკა. ილია ღლონტის ბინიდან ამოიღეს ტელეფონი და ლეპტოპი, ხოლო ნენსი ვოლანდის ბინიდან – აირწინაღი, წიწაკის სპრეი და ტელეფონი. აქტივისტების ბინების განმეორებითი ჩხრეკა, შეიცავს სამოქალაქო პოზიციის გამო მათზე ზეწოლის მკაფიო ნიშნებს.

ადამიანის უფლებათა სამართალი ხაზს უსვამს პირად ცხოვრებაში ჩარევის აუცილებლობის მკაცრი შეფასების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკას დემოკრატიულ თავისუფლებებზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში აღნიშნა, რომ პოლიტიკურად ან სოციალურად აქტიური პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა საჭიროებს მკაცრ დასაბუთებას. სასამართლოს მტკიცებით, სახელმწიფოს ქმედებები, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი დონის აუცილებლობას და პროპორციულობას. პირად ცხოვრებაში ჩარევის კონსტიტუციურობისთვის უფლებრივი სტანდარტები, მათ შორის, მოითხოვს, რომ ჩხრეკა ჩატარდეს ისეთი ფორმით, რომელიც არ არის შემაშინებელი, არ მოიცავს გადაჭარბებული ძალის გამოყენებას და ითვალისწინებს სხვა პირების ყოფნას ჩხრეკის ადგილზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აქტივისტების ბინების ჩხრეკა არა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, არამედ საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების დაშინებისა და საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორების მიზანს ემსახურება და სახეზეა სისხლისსამართლებრივი მექანიზმების თვითნებურად და პოლიტიკური მიზნებით გამოიყენების კიდევ ერთი მაგალითი. ამგვარი მიდგომა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას და მოქალაქეების დაშინების, დევნისა და ტერორის ავტორიტარულ მიზანს ატარებს”, – წერს ორგანიზაცია.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეწყვიტოს სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პოლიტიზების უკანონო პრაქტიკა;
ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება აქტივისტებს მისცეს დაყოვნების გარეშე და საპროცესო მოქმედებები ჩაატაროს მხოლოდ ადვოკატების მონაწილეობით;
უზრუნველყოს აქტივისტების სახლების ჩხრეკის პროცესის უწყვეტი კადრით ვიდეოგადაღება და ბინაში მყოფ პირებს არ შეუზღუდოს საგამოძიებო მოქმედების უწყვეტი კადრით (მათ შორის სოციალურ ქსელის გამოყენებით) გადაღების შესაძლებლობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved