• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიდეო, როგორ მოდის ზარქუა, იყო დაგეგმილი – ის ვინც მიღებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა” – ლაშა გაბიტაშვილი აბუ დაბიში მომხდარზე

ალია ავტორი - ალია
11:50 02-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ დაბიში “ქართული ოცნების” წევრები თავს დაესხნენ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

თავდაპირველად გაბიტაშვილმა პირველი დღე გაიხსენა, როცა მასსა და “ოცნების” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“სანამ ეს კონფლიქტი მოხდებოდა, ზუსტად, ღამე გავათენე, დუბაიდან აბუ დაბიში ჩავედი და ვუყურე მზია ამაღლობელის დაჭერას. რაზეც დაიჭირეს და პირველი მისვლაც ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ ამ ხალხს, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებით იღებს ხელფასს და საჯარო პირები არიან, საჯაროდ ვკითხო, ტელეფონი ჩემი საჯაროობა იყო მაგ კუთხით, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ მეკითხა…

ტელეფონზე გადავიღე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ როცა სჭირდებათ რამის თქმა, ამას საჯაროობა ხომ არ აკლია… მივარდნა, ჩხუბი, ეს რაღაც არაფერს არ გვაძლევდა და არაფერს არ მაძლევს. შესაბამისად, მივედი, თავიდან ძაან ზრდილობიანად, მივესალმე. 12 იანვარი იყო და ვკითხე, იცით გუშინ რა მოხდა-თქო? საუზმეზე, არანაირი ოჯახი, ქალი ოჯახის წევრი, ბავშვი… ამათი სპეკულაცია ხომ ვიცით, რატომ ხდება, რომ თავის მხარდამჭერებში მოახდინონ ამის რაღაც ემოციურად აღქმა, რომ ვიღაცა მივარდა, დაალეწა და როგორ მიაყენა შეურაცხყოფა… [მაგიდასთან იჯდა] პარლამენტის ოთხი არალეგიტიმური წევრი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ამათთან მივედი, ვუხსენე, რომ ნახეთ-მეთქი და მინდოდა გაგრძელება ამ ამბის, რომ კითხვებს დავსვამდი კურსთან დაკავშირებით, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, აი, როგორ შეიძლება ქვეყანა წაიყვანო, განავითარო, რომ არავინ არ გელაპარაკება 6 ქვეყნის გარდა.

[…] ხო ვუყურე იმ ვიდეოებს. მივედი, ეს მპასუხობს, ვიგრძენი ზევიდან დამოკიდებულება ძალაუფლების და ის იმუნიტეტი, რომ როგორ შემიძლია მივიდე და თვითონ აღქმა აქვთ ამათ დამახინჯებული, რომ კრიტიკულ შეკითხვებს თუ სვამ, შენ რაღაცა ორგანიზებული უბედურების წევრი და მათი მტერი ხარ. არანაირი მათი მტერი არ ვარ მე პერსონალურად, იმიტომ რომ ირაკლი ზარქუა დავინახე ან რომელიმე, მაგიტომ კი არ მივედი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, რომელიც პარლამენტის წევრია და კანონს იღებს და ხელს აჭერს იმ მწვანე იმას, მე ყველასთან მივიდოდი და ამიტომ ეს პიროვნული მისვლა არ ყოფილა… ისინი უბრალოდ იმ ძალას წარმოადგენენ, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკას ქმნიან. და რომ ვაგრძელებდი, წამებასთან დაკავშირებით, ნოემბრის წამების ამბები გაიგეთ-თქო და ამან აი, ამხელა კაცი ხარო და ტელეფონის წართმევა მოინდომა. ეგონა, რომ წამართვა და შეურაცხყოფა მომაყენა, რაზეც უკვე მივხვდი, რომ აქ საუბარი და კითხვები, კურსი როგორ გარბის და რა გვექნება, როგორ დავაკომპენსირებთ, ამის კითხვის საშუალება უკვე აღარ მაქვს… ჯერ ტელეფონის წართმევა ხომ მოინდომა და რომ გამიჩერდა ვიდეო, დამესტოპა და მაყენებს შეურაცხყოფას…. შესაბამისად, პასუხი მეც გავეცი. არანაირი ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მომხდარა, და ამიტომ დავტოვე ის ადგილი და ჩავედი ქვევით. სასტუმროს გარეთ გავედი, ჩემი ცოლი მელოდებოდა, სიგარეტს ეწეოდა”, – ჰყვება გაბიტაშვილი და აღნიშნავს, რომ დაახლოებით 10 წუთში, სასტუმროს გარეთ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მასსა და “ოცნების” წევრებს შორის, რისი ამსახველი ვიდეოს პირველ დღეს გავრცელდა.

როგორც გაბიტაშვილი იხსენებს, მეორე დღეს, 13 იანვარს სასტუმროში საუზმობდა, როცა მალევე გამოჩნდა ირაკლი ზარქუა. მისივე თქმით, ზარქუას დანახვისას მიხვდა, რომ დაპირისპირების მორიგი ტალღა იყო მოსალოდნელი და ტელეფონის აღება სცადა, რასაც ზარქუას კომენტარი მოჰყვა და “ოცნების” წევრმა მას თეფში ესროლა.

“არაფერი ფიზიკური შეხლა პირველ დღეს არ მომხდარა. სასტუმროში აღარ შევხვედრილვარ… მეორე დღეს, საუზმეზე ჩავედი – ძალიან კარგად მესმოდა, რომ კიდევ შეიძლებოდა რამე ინციდენტი მომხდარიყო, მაგრამ არა ჩემი მხრიდან… შესაბამისად, რომ ჩავედი, იქ არავინ არ იყო. დავსხედით მე და ჩემი ცოლი და ძალიან მალევე გამოჩნდა ზარქუა. ტელეფონისკენ წავიღე ხელი და ჰა, რა ტელეფონის კიდებ ხელს-ო და ეგრევე, საჭმელი კი არ შემაყარა, თეფშის ჩარტყმა უნდოდა. ოღონდ საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი გადაღებული რაც იყო, იყო მონტაჟი – ვიღაც ოპერატორი დადგა ცალკე, უკვე ეს დაგეგმილი იყო – ის ვიდეო რაც გავრცელდა, როგორ მოდის ირაკლი ზარქუა, ჩემი გადაღებული არ იყო, სხვა არავინ გვყოლია… ანუ ეს თემა გადაიღო წინასწარ, ანუ ის ვინც მიღებს შეურაცხყოფას მაყენებს და მერე ეს თავისი ჯგუფებისთვის ჰქონდათ, რომ გაევრცელებინათ, თითქოს მე დამსაჯეს. ასოციაცია გამიჩნდა, რომ აი, ხარებასთვის, რომ სცემენ, ვიდეოს უღებენ და უგზავნიან, რომ აი ჩაიბარეთო…

არალეგიტიმური პარლამენტის 3 დეპუტატი თავს დამესხა – თქვენ სადმე გინახავთ, რომელიმე ქვეყანაში – მე არ მინახავს, რომ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედი აბარიათ, კანონები აბარიათ – ჯგუფურად, დაგეგმილად თავს ესხმის ჩვეულებრივ ადამიანს… ვთქვი, რომ პოლიცია გამოვიძახოთ და სასტუმროსაც მგონი უკვე ჰყავდა გამოძახებული, ძალიან მალევე მოვიდა პოლიცია”, – ამბობს გაბიტაშვილი.

მისივე თქმით, “ოცნების” წევრების თანმხლებმა პირმა, გიორგი გოგოლაძემ საუზმის დროს მომხდარი დაპირისპირების დროს ისროლა თეფში, რის შედეგადაც სასტუმროს დაცვის თანამშრომელს თავი გაუტყდა. გაბიტაშვილი ასევე იზოლატორში მოხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ თავდაპირველად პოლიციაში გამოკითხვის მიზნით მივიდა, თუმცა “იზოლატორში თავად აღმოჩნდა”. გაბიტაშვილი ამბობს, რომ იზოლატორში ყოფნისას “ოცნების” დაკავებულ წევრებთან “კვეთები ჰქონდა” და ერთ სივრცეში იყვნენ, სხვა დაკავებულებთან ერთად.

ის ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების უფლება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგვე ჰქონდათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved