• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე უწყინარი პოსტის დაჰაჰავებით შეწუხდნენ. პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ “შემარჩენდნენ”?!” – მოქალაქე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
11:55 01-30-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომელი, ნინო ხაზალაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ხაზალაშვილი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება ერთ-ერთი პოსტის “დაჰაჰავებას” უკავშირდება.

“ბევრად უარესები ხდება ქვეყანაში, მაგრამ რადგანაც ამბავი ჯერ კიდევ დუღს, დავაკონკრეტებ – დიახ თანამოქალაქენო, გამათავისუფლეს, ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. მიზეზი ვერ დამისახელეს. რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდნენ, რომ თურმე პოსტი დამიჰაჰავებია. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი.

კვირების განმავლობაში შეგნებულად გამოვხატავდი რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან (!) დაკავშირებულ პოსტებზე და ველოდი როდის მომადგებოდნენ. მეტი არანაირი აქტივობა არ მქონია. არც, სტატუსი დამიწერია, არც კომენტარი, არც გამიზიარებია რამე. შეგნებულად არ მინდოდა დამატებითი მიზეზის მიცემა. ბედის ირონიით ყველაზე უწყინარი პოსტის დაჰაჰავებით შეწუხდნენ. არანაირ კავშირში სისტემასთან, პოლიტიკასთან, კრიტიკასთან… მაგრამ, აბა, პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ “შემარჩენდნენ”?! თან, რო არც მოვინანიე. ნწ! ნწ! მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ვემზადებოდი, მაინც არ მეჯერა პოსტის მოწონება/არმოწონების გამო თუ გამიშვებდნენ სამსახურიდან. წარბიც არ შეუხრიათ! გავაფორმეთ ერთთვიანი ხელშეკრულება და ოფიციალურად იანვრის ბოლოდან თავისუფალი ვარ.

გული მწყდება, როგორ არ მწყდება. მთელი გული და სული ჩავდე ამ მუნიციპალურ ა(ა)იპში, DMO-დ რომ ქცეულიყო. რომ ვთქვა ძალისხმევა მენანება მეთქი, არც მენანება. განა 5 წლის წინ არ ვიცოდი სად მივდიოდი? მაგრამ მე ასე მწამს, ასე გამზარდეს, სანამ იმედის ნატამალი დაგვრჩენია და ძალა შეგვწევს, ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ ქვეყნის მშენებლობაში. ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია. დაგვინგრევენ? ავაშენებთ. ასე მოვსულვართ, ასე გავაგრძელებთ. რიგითი ხორცის ნაჭერი ნამდვილად ვერ გავხდები ჩემს სამშობლოში. სხვებსაც გირჩევთ, თუმცა ვერავის დაგაძალებთ. ვიცი, ძალიან ბევრი განიცდით ამ ამბავს, ნაწილი გამოხატავს, ნაწილი თავს შეიკავებს. ჩემზე ნუ იღელვებთ, არ დავიკარგები. მთავარია, ჩვენი ლამაზი ქვეყანა დავალაგო”, – წერს ის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved