• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და აპრილამდე გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი – PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი

ალია ავტორი - ალია
20:39 01-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა გამოქვეყნდა:

,,ამ მოსაზრებების ფონზე და როგორც დიალოგის შენარჩუნებისადმი საკუთარი ღიაობის დამადასტურებელი სიგნალი, ასამბლეა, ელოდება რა ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ხელახლა განხილვას და ქვეყანაში ვითარების საერთო გადაფასებას 2025 წლის აპრილის სესიაზე, იღებს გადაწყვეტილებას, რომ სესიის ამ ნაწილზე მოახდინოს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება და, ამავე დროს, დაჟინებით მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისგან:

დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეების განმავლობაში;

გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;

ამავდროულად, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გმობის აშკარა ნიშნად, რასაც აქამდე ხელისუფლების რეაქცია არ მოჰყოლია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქართული დელეგაციის წევრების შემდეგი უფლებები:

უფლება, იყოთ შემდეგი კომიტეტების სრულუფლებიანი წევრი ან შემცვლელი: პოლიტიკური და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და რეგლამენტის, იმუნიტეტებისა და ინსტიტუციურ საკითხთა კომიტეტი;

უფლება, იყვნენ არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრები;

მომხსენებლად დანიშვნის უფლება;

უფლება, იყვნენ ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატი;

უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით, და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.

ასამბლეას შესაძლებლობა ექნება გადახედოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს, მათ შორის ზემოაღნიშნული უფლებების შეჩერებას, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პუნქტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის ფონზე, მისი რეგლამენტის მე-9 წესით გათვალისწინებული პირობებით“

დასკვნას კენჭს, ხვალ, 29 იანვარს უყრიან. (მთავარი არხი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved