• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საპატრიარქოდან ხმა გამოვიდა – ხაინდრავა, კოკოითი და გია ვოლსკი ნარკოტიკების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნიან ერთობლივადო” – რას იხსენებს მეგი გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:33 01-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57,702

სააკაშვილის მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,არაერთხელ მაქვს მოყოლილი ეს ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავწერო, რომ 2005 წლის აპრილში, როცა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა
კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში , მე დეპუტატი ვიყავი და ზედმიწევნით , ზუსტად მახსოვს, რამდენად ხშირად დაიარებოდა ცხინვალში…
ეს ის პერიოდია, როცა საპატრიარქოდან გამოვიდა ხმა , ხაინდრავა ,კოკოითი და გია ვოლსკი (რომელიც ხაინდრავას მოადგილე იყო ), ნარკოტიკების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნიან ერთობლივადო…
ნარკოქარხნის აშენება ვერ მოასწრეს, მაგრამ ხაინდრავა კი გაეხვა ნარკოსკანდალში…
ხაინდრავას , საღამოს 6 საათზე ჰქონდა შეხვედრა ბორის ჩოჩიევთან. ხაინდრავა და ედუარდ კოკოითის ორი თანამშრომელი სადილად წავიდნენ ერთ-ერთის სახლში. კერძოდ, ბორის ვალიევთან, რომელიც ადმინისტრაციაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. 6 საათისთვის ხაინდრავა ჩოჩიევთან მივიდა. ხაინდრავა სიცილით შევიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც ჩოჩიევი იჯდა. „ სახეზე ოდნავ აწითლებული იყო და ნიკაპსა და ყელის მიდამოებს იფხანდა. ყელიანი ჯემპრი ეცვა და ვიფიქრე, დასცხა-მეთქი. არადა აპრილის დასაწყისში, ცხინვალში ციოდა-გვიყვება თვითმხილველი . ხაინდრავა ჩოჩიევთან შევიდა… 15 წუთი არ იყო გასული, რომ შეშინებული ჩოჩიევი ყვირილით გამოვარდა კაბინეტიდან – ჩქარა ექიმი! ჩოჩიევის ოთახში ,ადმინისტრაციის ლამის ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი. სკამი, რომელზეც ექსმინისტრი იჯდა, გადაყირავებული იყო, ხაინდრავას მოსულიერება ერთ-ერთმა თანაშემწემ იკისრა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ერთადერთი ენა ამოუწიეს და კბილებშუა საკანცელარიო დანა ჩაუდეს, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო. ამ დროს ექიმიც მოვიდა, მან რაღაც ნემსი გაუკეთა ხაინდრავას, მაგრამ გონს ვერ მოიყვანა. ამიტომ გახდა საჭირო მთავარი ნარკოლოგის ჩარევაო-გვიყვება იქ მყოფი მაღალჩინოსანი…

ეს ის პერიოდია, როცა ხაინდრავა ხელისუფლების კრიტიკას შეფარვით იწყებს იმის შიშით , რომ ეს ამბავი გახმაურდება და სკანდალურად დაატოვებინებენ თანამდებობას!
მისი მთავარი არგუმენტი კი მაშინ სწორედ ცხინვალის კონფლიქტის საკითხი იყო და არგუმენტად მოჰყავდა, თითქოსდა მისი მისვლით, კონფლიქტის მოგვარების საკითხში ძვრები შეიტანა, სააკაშვილი კი საქმის ბოლომდე მიყვანას საშუალებას არ აძლევდა….
ხაინდრავა გააგდეს თანამდებობიდან და თუ რატომ არ დააპატიმრეს, ამაზე ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული და მგონი ადვილი მისახვედრია….“

 

თეგები: გოგა ხაინდრავამეგი გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved