21 იანვარს, თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 58 წლის ლაურა სულიაშვილი თურქეთში, სასტუმროში ხანძრის დროს დაიღუპა. ის ემიგრაციაში 20 წელი იმყოფებოდა. 2 შვილი დარჩა“, – ამბობს სიხარულიძე.
ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
კომენტარები