• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი მიზანია, რომ PACE-ში “ქოცებთან” მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
14:41 01-26-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,073

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

სესიას დაესწრება პროდასავლური ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც არჩევნების დროს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენენ, სხდომის დღის წესრიგში უკვე გაწერილი ALDE-ს წვერების პრეზენტაცია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრებენ – შესაბამისად ასამბლეაში მონაწილე ყველა საერთაშორისო აქტორი დეტალურად მოისმენს როგორ სჯის რეჟიმი საქართველოში კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებს და როგორ გამოკეტა ციხეში არაერთი ადამიანი ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვის გამო.

წლის დასაწყისში პროევროპულმა პარტიებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.

“ჩვენი მიზანია, რომ იქ “ქოცებთან” მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ ეს არ იყოს Business as usual. უფრო ფართო კონტექსტი რომ წარმოვიდგინოთ, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რაც არის არაღიარების სტრატეგია. არაღიარების სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოპარული არჩევნების გამო არც ამათი ე.წ პარლამენტია ლეგიტიმური, არც მთავრობა და არც მთავრობის არჩეული ყაველაშვილი. მიგვაქვს ნაბეჭდი მასალა, რომელიც ეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, წამების ფაქტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმას.” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიღებას “ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გეგმავს. დელეგაციაში ასევე იქნებიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და “ოცნების” სხვა წევრები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved