• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია მეზვრიშვილი – ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა – ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა

ალია ავტორი - ალია
16:41 01-25-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის­ თვითშემოქმედებაა – მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.

„როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა. „ოცნების“ ბოლო დღეების პოზიციონირებაც ამას ადასტურებს. კარგია, რომ აცნობიერებს ამ თავდასხმის პოლიტიკურ, სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებს. თუმცა, გაძრომის საშუალებას არ მოგცემთ!

თავდასხმის დღიდან ინტენსიურ გამოძიებას ვაწარმოებთ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა. დაკვეთა – ივანიშვილის, აღსრულება – თავდამსხმელებთან ერთად სუს-ის და პოლიციის, „შერატონ ბათუმის“ დახმარებით.

გახარიას მთელი დღის განმავლობაში სუს-ი და პოლიცია აკონტროლებდა.

თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ განლაგებულები „შერატონ ბათუმის“ ლობიში, ბარის მხარეს და ელოდებოდნენ, გახარია როდის შემოვიდოდა. შემოსვლის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

მეტიც, ჩვენმა გამოძიებამ გაარკვია, რომ „ოცნება“ წინასწარ იყო დალაგებული „შერატონთან“ 5 – ვარსკვლავიან სასტუმროში თავდასხმის დროს არც „რისეფშენი“ იყო და არც დაცვა. ამ წინასწარი გარიგების შედეგი იყო მათ შორის ის, რომ ბატონი ქორიძის ეპიზოდზე „შერატონს“ პოლიციაში არ დაურეკავს.

უამრავი დეტალი გვაქვს დადგენილი, როგორ და რატომ დააგვიანა პოლიციამ, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს „შერატონი“, სუს-ის წარმომადგენელი, გაწმენდის მიზნით, როგორ უმოწმებდა ტელეფონებს „შერატონის“ დაცვას, პოლიციამ იმავე ღამეს როგორ გაიტაცა უსაფრთხოების უფროსი (რომელიც კამერებზეა პასუხისმგებელი) და როგორ კოორდინირებულად მუშაობდა პროკურატურა და „შერატონი“ კამერების ჩანაწერების მძევლად ასაყვანად. არც ის დაგვრჩენია ყურადღების მიღმა აჭარის მთავრობა როგორ მუშაობს „შერატონის“ გენერალურ დირექტორთან და პროკურატურაში დალაგებულ ტექსტებს როგორ გვწერენ.

კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა“,- წერს მეზვრიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved