• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში კვლავ ლიდერია – რამდენი დასვენების დღეა 2025 წელს?

ალია ავტორი - ალია
17:05 01-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
507

ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამოქალაქო თუ რელიგიური დღესასწაულები კანონებით რეგულირდება და უქმეებადაა გამოცხადებული. ამ დღეებში სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო სექტორის დიდი ნაწილი არ მუშაობს, მათ შორის – ბანკებიც.

საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, რაც ევროპაში ყველაზე მეტია. (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით). საქართველო უქმე დღეების ოდენობით ევროპაში ისედაც ლიდერი იყო თუმცა, გასულ 2024 წელს, კიდევ ერთი უქმე დღე, 17 მაისი გამოცხადდა, როცა მართლმადიდებელი მრევლი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. შედეგად, საქართველო კოლუმბიას დაეწია, რომელიც მსოფლიოში უქმე დღეების ოდენიბით პირველ ადგილზე იყო.

2025 წელს 18 უქმე დღიდან 3 უქმე დღე კვირას ემთხვევა, 3 კი – შაბათს.

გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა, საქართველოში მთავრობის მეთაურს აქვს შესაძლებლობა პირადი გადაწყვეტილებით დადგენილების საფუძველზე კონკრეტული დღეები უქმედ გამოაცხადოს. მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველზე შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებს [1, 2, 7 და 19 იანვარი] კიდევ ხუთი დღე დაემატა და საჯარო სამსახურები 1-დან 12 იანვრის ჩათვლით ისვენებდნენ.

საქართველოში 2025 წლის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი ასეთია:

იანვარი:

1 – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
2 – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
7 – ქრისტეს შობა;
19 – ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
მარტი:

3 – დედის დღე;
8 – ქალთა საერთაშორისო დღე;
აპრილი:

9 – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
18 – დიდი პარასკევი;
19 – დიდი შაბათი;
20 – აღდგომა;
21 – მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
მაისი:

9 – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
17 – ოჯახის სიწმინდის დღე;
26 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
აგვისტო:

28 – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

ოქტომბერი:

14 – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

ნოემბერი:

23 – გიორგობის დღე.

ცნობისთვის,ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა 18 უქმე დღით. გამოდის, რომ გასულ წელს დამატებული 1 უქმე დღის შედეგად, საქართველო თანალიდერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved