• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია: დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი

ალია ავტორი - ალია
14:22 01-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

ხვიჩა კვარაცხელიას PSG TV-მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულმა საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლასა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

– ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. ამით ძალიან ვამაყობ, ეს ოცნებაა და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ.

რატომ გადაგაწყვიტეთ პსჟ-ში გადასვლა?

– აქ ჩამოსვლის აუცილებლობაში გუნდის პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს, როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან და ეს ძალიან მომწონს. აქ ბევრმა დიდმა ვარსკვლავმა ითამაშა, ამიტომ, როცა პარიზში თამაშის შესაძლებლობა მომეცა, ბევრი არც მიფიქრია.

კლუბის მოთამაშეებიდან იცნობთ ვინმეს?

– დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ – მაგალითად, ფაბიან რუისს, ვისთან ერთადაც „ნაპოლიში” ვთამაშობდი, ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენში” გადმოსვლამდე ვესაუბრე.

თქვენ იმუშავებთ ლუის ენრიკესთან…

– ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ფეხბურთელი, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნის.

რა მიზნები გაქვთ?

– მინდა, ახალი გამოწვევებისთვის, ოცნებებისა და მიზნებისთვის ვიბრძოლო, გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, რათა მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.

უკვე დაათვალიერეთ „პარი სენ-ჟერმენის” საწვრთნელი ბაზა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

– წარმოუდგენელი ბაზაა. აქ ყველა პირობაა, რომელიც საჭიროა დიდი მიზნების მისაღწევად. ნიჭერ ახალგაზრდებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზარდონ და წინ წავიდნენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე პროფესიული გუნდისთვის.

გულშემატკივრებს რას ეტყოდით?

– მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და დიდ ემოციებს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს შევუერთდი და მათ ძალიან მალე ვნახავ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved