• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირბადე ყველას”, “ათკაციანი ქორწილები”, “ძალიან, ძალიან გვეშინია…” – სკანდალური ფოტო და სკანდალური განცხადებები

ალია ავტორი - ალია
01:41 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური საიტიდან გაქრა 22 მაისს (ჯერ კიდევ საგანგენო მდგომარეობის პირობებში) გადაღებული ფოტო, სადაც 18 ადამიანია (მათ შორის პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე) პირბადის, დისტანცირების გარეშე და არც რამე გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ათ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კანონით ისჯებოდა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და ეს შეზღუდვა ისევ ძალაშია, რადგან, როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, წელს ათ ადამიანზე გათვლილი ქორწილის გამართვა შეგვეძლება მხოლოდ.

ოჯახის შექმნაზე უკეთესი საქმეა იქნებ ხეების დარგვა, არ ვდაობთ, მაგრამ რატომ არ იყო შესაძლებელი 3 კაციან ჯგუფებად დაყოფილიყვნენ, დისტანცია დაეცვათ, პირბადე გაეკეთებიათ? 18 ერთად უფრო მხიარულად ვრგავთ ხეებს? – ხოო, ქორწილშიც მაგიტომ არის ხოლმე 10 ადამიანზე მეტი…

რა განცხადებები უძღოდა წინ სკანდალური ფოტოს გადაღებას?

20 მაისი, პაატა იმნაძე:

„ფრთხილად უნდა ვიყოთ. იგივე ტრანსპორტში… ჩვენ ძალიან ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი, არ გაგვექცეს ხელიდან.”

21 მაისი, პაატა იმნაძე:

“ჩვენ ვამბობდით, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდებული პირბადის ტარება და ხაზს ვუსვამდით ხოლმე, რომ უნდა ატაროს ავადმყოფმა ადამიანმა. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ჯანმრთელსაც უკეთია პირბადე, მაშინ დაცვა თითქმის 95%-მდე ადის. დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ შევხვდეთ ზაფხულს კორონას ახალი მატებით”

21 მაისი, პრემიერი, გიორგი გახარია

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება.

ეს საჭიროა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. “

22 მაისი, პაატა იმნაძე ბოლნისის 2 სოფელზე საუბრობს:

„პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით“

22 მაისი, გიორგი გახარია:

“თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად ორი, ხუთი და შეიძლება გვყავდეს ათი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე”

22 მაისი, პაატა იმნაძე:

“შვედეთის შედარება ხომ არ შეიძლება საქართველოსთან, იმიტომ, რომ განსხვავებულია ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვედების 50% მარტო ცხოვრობს, ცალკე ბინა აქვს. ამიტომ აბსოლუტურად შეუდარებელია.

ზოგს ბელორუსიის მოდელი მოწონს, ზოგს შვედეთის მოდელი მოწონს. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი. ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენო.”

22 მაისი, ამირან გამყრელიძე:

“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ათკაციანს, სანამ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას.”

მოკლედ, ასეა, ჩვენ ვჯარიმდებით, ისინი არა!

ჩვენ ახლობლებსაც არ ვხვდებით და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო მარტოობით – ისინი იკრიბებიან…

ჩვენ ნიღბებით დავდივართ – ისინი არა.

ჩვენ ქალაქში მათი რეკომენდაციის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ სახლში ვსხედვართ და იმ “ერთი ავტობუსი ხალხის” ფოტოებით ვტკბებით, რომლებიც ავტობუსს გვიშლიან…

ჩვენ ქორწილსაც ვერ ავღნიშნავთ ათზე მეტი ადამიანით, ისინი კი – 18 ჭკუის დამრიგებელი და შეზღუდვების რეკომენდაციის გამცემი, ფოტოს იღებენ, დებენ, მერე აქრობენ…

ხვალ ისევ გამოვლენ და გვეტყვიან, როგორი ცუდია ავტობუსი და მეტრო, როგორი კარგია პირბადე, როგორ უნდა დავიცვათ დისტანცია და არ შევიკრიბოთ 10-ზე მეტნი.

პრემიერი გამყრელიძეს ეპიდემიოლოგს ეძახის და მისი რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს, გამყრელიძე უარზე, არა ვარ ეპიდემიოლოგი განათლებითო, მაგრამ – არც ერთი განათლება არ სჭირდება იმის ცოდნას, მე რომ კანონს მიდგენ, ის კანონი ჩემს თვალწინ რომ არ უნდა დაარღვიო…

მოკლედ, ქვეყანაში ყველა აქცია იკრძალება, ხეების დარგვის აქციის გარდა…

ასე რომ, თუ აქციის გამართვა მოგინდებათ, ნერგებით და ნიჩბებით ხელში უნდა გახვიდეთ პარლამენტთან! – რამდენნიც არ უნდა იყოთ, არ ისჯება – ა, ბატონო, საბუთი!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved