• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენჯერმე ღამით გაიყვანეს საკნიდან… პირდაპირ უთხრეს, არ დაგარეკინებთო” – ნიკა კაციას ძმა

ალია ავტორი - ალია
22:07 01-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
285

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ტელეწამყვანი, ნიკა კაცია ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფება. რეჟიმის პატიმრის ძმა, ლაშა კაცია “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ყვება, რომ ციხეში რეჟიმი ნიკას გატეხვას ცდილოსბდა  სწორედ ამას უკავშირდება შეცვლილი საკანი და ის ანტისანიტაცია, რომელშიც პატიმარი იმყოფება.

მეტიც, ლაშა კაცია ამბობს, რომ მისი ძმა ღამით რამდენჯერმე გაიყვანეს საკნიდან, ასევე პირდაპირ უთრეს, რომ არ დაარეკინებდნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტს ვერ შეძლებდა.

არა მარტო ნიკა, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც აქციებზე დგომის გამო საქმეები “შეუკერეს”, სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიან სასჯელს. რამდენიმე დღე ნიკა არ გამჩენილა, არ დაურეკავს, არადა ყოვედღე გვეკიონტაქტებოდა. ვინერვიულეთ ამის გამო. მეოთხხე დღეს ცოტა ხანი ესაუბრა დედა და რაც მოასწრო წამებში გვითხრა ამ გადაყვანის შესახებ. ადმინისტრაციასაც არ აქვს პასუხი, რატომ შეუცვალეს საკანი და რატომ შეუცვალეს დარეკვის დრო და პირდაპირ უთხრეს, რომ არ დაგარეკინებთო, ყოელგვარი მიზეზის გარეშე.  ყველა დეტალეს ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ღამე გაიყვანეს საკნიდან. რა საჭიროა ღამით საკნიდან გაყვანა, როცა ადამიანს ძინავს და რატომ არ ხდება ეს დღისით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული დღეს და დაჰპირდა, რომ პრობლემას მოაგვარებს. თუ იცი, რომ საკანში ანტისანიტარიაა, თუ იცი რომ ვერ დაიძინებს, რატომ შეგყავს მაშინ პატიმარი იქ? – უნდათ რომ გატეხონ და ზემოქმედება მოახდენენ. ესენი ვერ ხვდებია როგორ გვიყვარს სამშობლო, რამდენად ვართ გაბრაზებულები და რამდენის გაძლება შეგვიძლია. 4 დღეა ტელევიზორსაც ვერ უყურებს და ინფორმაციას თვალს ვერ ადევნებს”, – ამბობს ნიკა კაციას ძმა. 

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved