• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!“ – ივანიშვილების განცხადება

ალია ავტორი - ალია
01:05 01-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
490

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს შობას ულოცავენ:

„ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების დღეს. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გულში სასწაული ხდება და ჩვენი მაცხოვარი – იესო ქრისტე იბადება!

ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდებით, ყველა ოჯახში საზეიმო, სადღესასწაულო განწყობა სუფევს, რადგან ყველაფერთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაული სიახლესთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან არის დაკავშირებული.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არერთხელ გავმხდარვართ მოწმე იმისა, რომ ყველაზე რთულ, გამოუვალ ვითარებაშიც კი, ჩვენი შეუპოვრობით, ერთიანობით, ტრადიციების, რწმენისა და სამშობლოს ერთგულებით, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე გასთენებია!

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის, რწმენის, ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბრძოლის ხაზი ხომ ჩვენს იდენტობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის!

შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება, საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი, ამაყი ხალხის სამშობლოა!

მტკიცედ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით, ახალი საქართველო გაიმარჯვებს!

უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!“

შეგახსენებთ, ,,ბრწყინვალე” მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს შეიძლება ვუწოდოთ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved