• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაზე: გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი

ალია ავტორი - ალია
13:34 12-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,547

ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის დამადასტურებელი იმის, რაზეც ვსაუბრობდით ამ დროის განმავლობაში. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდათ კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად იყო დასანქცირებული. გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ სანქციების შემდეგ, მოგებულ თანხაზე გადმორიცხვის უფლება შეუჩერდება. ყველაფერი ნათელია. რას ითხოვდნენ ეს ადამიანები? ითხოვდნენ პირდაპირ ომში ჩართვას, ქვეყნის ინტერესებს დათმობას, რაც უმძიმესი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად ხდებოდა მთავრობის შანტაჟი, კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობებიც იყო, სანქციებზე მიერთებისკენ მოწოდებები იყო, ეს ყველაფერი დამღუპველი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, შეგვშინებოდა ზეწოლის და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯები, მაშინ დავკარგავდით ქვეყანას და ეს იქნებოდა უმძიმესი ფაქტი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ერთი ადგილიდან იმართება.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მარტივად არის. ერთი ადგილიდან იმართება ყველაფერი და ეს განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგებულ სასამართლო დავას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მოგებული თანხა, რომელიც ივანიშვილს უნდა ჩაერიცხოს, ეს ვერ მოხდებაო. ანუ რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ ამ თანხებით შანტაჟი მიმდინარეობდა, ეს დადასტურდა. დღეს აღნიშნულ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარავის აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved