• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ყვება სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი 21 წლის ალექსი თირქია

ალია ავტორი - ალია
00:16 12-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
597

სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი 21 წლის ალექსი თირქიას პირველი ინტერვიუ ,,ტვ პირველთან” – მარცხენა თვალით ალექსი ჯერ ვერ ხედავს. წარბთან, თავის ქალაზე მოხვედრილმა ბლაგვმა საგანმა მას თავის ქალის ძვლები ჩაუმტვრია.  16 დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ მან სამედიცინო დაწესებულება თავზე 29 ნაკერით დატოვა, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო სრულფასოვან ცხოვრებას კიდევ სამი თვე ვერ დაუბრუნდება. 6 დღიანი კომის შემდეგ მედიკოსები ოჯახს მისი გადარჩენის 1 % იან შანსსაც კი არ აძლევდნენ.

ამაზე მეტად თვალს ვერ ვახელ. სამწვერა ნერვი რომ დამიზიანდა, მაგის გამო ვერ ვახელ თვალს. ხელოვნურ კომაში ვყავდით ერთი კვირის განმავლობაში. ინფექციის რისკი იყო, ტვინიც შეშუპებული მქონდა. გადაწყვიტეს ქირურგებმა რომ დავეძინებინე.

ტვინის შეშუპებისა და თავის არეში ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ ალექსი თირქიას კომიდან გამოსვლას მთელი საქართველო ელოდა.  მძიმე დაზიანება 21 წლის ახალგაზრდამ 3 დეკემბრის დილას, 3 საათსა და 28 წუთზე მიიღო. ალექსი საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად 2 საათის მისული იყო. თეატრალური უნივერსიტეტის სიახლოვეს იდგა როდესაც მეთოფეები სპეცრაზმის კორდონიდან გამოდიან და მხუთავი აირის კაფსულების გასოლას იწყებენ. პირველად გაზის კაფსულა ალექსის მეგობარ მარიამს ხვდება.

ფეხსაცმელზე მოხვდა თურმე როგორც მე მითხრა, ერთად ვიდექით. თან ხო ეგ კვამლს უშვებს და მანდ დავკარგეთ ერთმანეთი. ვეღარ ვიპოვეთ ერთმანეთი და ამდენი გასროლების მერე მეც გადავყავარ

თავის ქალაზე  21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ მეთოფეების მხრიდან ნასროლმა გაზის კაფსულამ  ჩაუტეხა. ოთხის 28 წუთზე თავის ქალა ჩაუმტვრია. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე ეცემა, სასწრაფომდე რომელიც ოპერასთან იდგა ის მოქალაქეებს მიჰყავს.  ალექსს დეტალების გახსენება უჭირს ახლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან ცდილობს რუსთაველის გამზირზე მომხდარის აღდგენას.

ვცდილობ ყველაფერი ვნახო და ისე გავიხსენო. ამათი მმართველობა არის აუტანელი. მთელი 12 წლია არანაერი შედეგი არ აქვს ამათ მმართველობას. მაგიტო ვიდექი აქციაზე რომ გამომეხატა აზრი. მეტი არაფერი მინდოდა. იყო მშვიდობიანი აქცია, არანაერი ძალადობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მშვიდობიანად გამოვხატავდით პროტესტს. თითონ დაიწყეს კაფსულების სროლა და ცრემლსადენების, ჩვენ ჩვენთვის ვიყავით მშვიდად წყნარად. უნდა დაადგინონ წესით და რიგით რა მომხვდა თავში. სავარაუდოდ ეგრე იძახის ყველა რომ კაფსულა იყო.

ეპიცენტრში “ტვ პირველის” რამდენიმე კამერა მუშაობდა. სპეცრაზმელებს შორის მდგარი ხუთი მეთოფიდან ერთ-ერთის, რომელიც ალექსისა და აქციის მონაწილეების მისამართით გაზის კაფსულებს დამიზნებით ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევიდან ისროდა იდენტიფიცირება ადვილად შესაძლებელია. თუმცა 3 დეკემბრიდან ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია.

არამგონია ვინმემ მაგას პასუხი მოთხოვოს, ამოცნობა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. სახეზე კარგად ჩანს კადრებში. ჩვეულებრივად შეუძლიათ რომ ამოიცნონ მაგრამ ასე მგონია რომ არავინ არ გააკეთებს ამას. დასჯითაც არავინ დასჯის და იქნება თავისუფალი. გააგრელებს იმას რასაც აკეთებდა დღემდე.

ალექსი მესამე ოპერაციისთვის სამ თვეში უნდა მოემზადოს. ახლა რეაბილიტაციის მძიმე კურსს გადის, კვირაში ორი დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. 21 წლის ტატუ არტისტს მთელი ცხოვრება ჩამოენგრა.

ორგან ვმუშაობდი, თან რესტორანში ვმუშაობდი, თან ტატუებს და პირსინგებს ვაკეთებდი, თან სახლშიც ვმუშაობდი, სახლშიც მომყავდა კლიენტები. ეხლა არვიცი ვინ უნდა მარჩინოს. წესით და რიგით სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს ყველაფერი, რაც გამიკეთეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved