• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ“ – ირაკლი შაიშმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:14 12-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
498

კეზევაძე მეძახდა მოღალატეს, (იყო ფიზიკური ანგარიშსწორება) ვიჩხუბე, შეურაცხყოფას მაყენებდა”- ამბობს “ნოდარ მელაძის შაბათთან” ინტერვიუში გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ზემდგომებს სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

“მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. ამ დროს “ხარებას” (ზვიად ხარაზიშვილის) ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და პროვოცირება სცადა. მას (ზვიად ხარაზიშვილს) ორი მოადგილე ჰყავს – ჩემი კურატორი მოადგილე, მილერი ლაგაზაურია, მეორე მოადგილე მირზა კეზევაძეა. მე მილერისთან მქონდა საუბარი, ავუხსენი, მერე მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა კონფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის, რომ “მოგატყუაო”. როცა დავუფიქსირე რომ კი, ამ პროცესების გამო მივდიოდი, როცა ჩვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, უბრალოდ აღარ მინდა აქ მუშაობა. “ამბობს შაიშმელაშვილი.

გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციით, რის გამოც იძულებული გახდა სამსახურის შემდეგ, უკვე ქვეყანა დაეტოვებინა:

“იყო პირდაპირი და ასევე ირიბი მუქარები. მემუქრებოდნენ შვილებზე. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, სამართალი ვერ ვიპოვო.” – ამბობს შაიშმელაშვილი

შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციების დარბევის ბრძანებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს – „შეიძლება, მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ…  ივანიშვილი თავისთავად ხაზზეა მინისტრთან (ვახტანგ გომელაურთან). ” თქვა შაიშმელაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე არეულობას ქმნიან აქციის მონაწილეები არ არიან – “ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.” – ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, გადადგომის შემდეგ, აქციაზეც იმყოფებოდა – “აქციაზე ორჯერ ვიყავი გასული, მაინტერესებდა, ნიღაბი მეკეთა. ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, რომელიც ხშირად გადის”.

გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ დღეს, გეგმა, რომელიც მათ ჰქონდათ შემუშავებული არ ჩაუშვეს და შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ მას უთხრა, რომ “ეს თემა ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული”.

“გეგმა რომელიც გვქონდა, სამწუხაროდ არ ჩაუშვეს, არ აამოქმედეს. სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც განსაზღვრული გვქონდა და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.

ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე, შსს-ს მინისტრის მოადგილე. ბედოიძემ თქვა სწორედ, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა. რომ დაგვირეკეს უკვე რომ ჩავრთულიყავით ამოცანაში, იქ არსებული რესურსი ფიზიკურად რაოდენობრივად აღარ ეყოთ და 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები როცა მივიდნენ, ყველა ნაცემები იყვნენ”. – ამბობს შაიშმელაშვილი. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved