• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო – ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

ალია ავტორი - ალია
22:38 12-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
380

ცესკო განცხადებას ავრცელებს:

26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის  აუდიტი.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელირიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას  არ  გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. ამასთან ანგარიშში საუბარია, რომყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივრეჟიმში, რაც ინფორმაციაზე  ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული  ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო  რეკომენდაციებისაარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაშისა დამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაშიმყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობადა შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის მოსაზრებების გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორხედავს ორგანიზაცია რეკომენდაციებისიმპლემენტაციის პროცესს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადარის ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად საარჩევნო პროცესის კიდევუფრო დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.

(4)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved