• რეკლამა
  • კონტაქტი
05:02, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი… გარდაცვლილია 25 წლის ქართველი გოგონა, მიმტანად მუშაობდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

ალია ავტორი - ალია
12:26 12-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

უმძიმესი, ენით აღუწერელი ტრაგედია გუდაურში წუხელ დატრიალდა. დღეს დილით 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს.

გარდაცვლილებიდან 11 უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. ის ინდურ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.

როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი “ჰაველი”, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.

“კერძო სახლია, რომელიც ეკუთვნის მარსაგიშვილებს, მათ მთლიანად ჰქონდათ გაქირავებული. პირველ სართულზე იყო ეს რესტორანი და მეორეზე – საძინებელი ოთახები. წუხელ საშინელი ქარიშხალი და სიცივე იყო, ამიტომ გაითიშა ელექტროენერგია გუდაურში. როგორც ირკვევა, მათ გენერატორი შიდა სივრცეში შეიტანეს და მთელი ღამე ამუშავეს. საუბედუროდ, გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები, ვერც ერთმა ვერ შეძლო გარეთ გასვლა.

დილით, ჩვეულებრივ, პროდუქტებით დატვირთული მივიდა მამაკაცი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელია – ფართი ჰქონდა დაქირავებული და ამუშავებდა, არც ერთი თანამშრომელი რომ არ დახვდა რესტორანში, ეტყობა, მოიკითხა ისინი, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მათ ეძინათ და იქ მისულს ეს საშინელი სურათი დახვდა. ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი, ხოლო დანარჩენები თავიანთ საძინებელ ოთახებში ნახეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სახლის მეპატრონეც, სამწუხაროდ, 12-ვე გარდაცვლილი იყო. ეს არის უბედური შემთხვევა და გამოწვეულია იმით, რომ თვითონ სახლის შესასვლელში ედგათ გენერატორი. ეტყობა სციოდათ და დენის გამათბობელი ამ გენერატორზე ჩაურთავთ, გაუღიათ ოთახების კარები, ალბათ იფიქრეს, რომ ასე გათბებოდნენ და საუბედუროდ, გამონაბოლქვით მოიწამლნენ.

ორმა მათგანმა ეტყობა თავი ცუდად იგრძნო, გაიღვიძეს, მაგრამ ვერ მოასწრეს კარის გაღება და გარეთ გამოსვლა. თითქმის გარეთა კართან იყვნენ მისულები და იქ იყვნენ გარდაცვლილები. გულიც აერიათ ინტოქსიკაციის შედეგად.

ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ მათი ოჯახის წევრებს. ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდაა, ასაკოვანი არავინ იყო. მათ შორის ერთი გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. მიმტანად მუშაობდა. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

თავიდან ითქვა, რომ თითქოს გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. იმ სახლის შიდა სივრცეში არაა დამონტაჟებული არც გენერატორი, არც გაზის კალონკა, არაფერი მსგავსი. სახლს აქვს ცალკე საქვაბე, თუნდაც იმ საქვაბეში რომ ჩაერთოთ ეს გენერატორი, რადიატორები ამუშავდებოდა და ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გენერატორის სახლში დამონტაჟება და ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.

12 ადამიანიდან ერთმა მაინც როგორ არ იცოდა, რომ ეს არ შეიძლება.

ასეთი ტრაგედია ამიტომ დატრიალდა. ყველა ოთახის კარი ღია იყო, გენერატორზე დენის გამათბობელი შეაერთეს და წესით ასე თბებოდნენ და სინამდვილეში, ამ გამონაბოლქვით მოიწამლნენ, მოხდა ინტოქსიკაცია და ყველა ადგილზე დაიღუპა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები და სამართალდამცავები. ექსპერტიზა ჩაუტარდება ცხედრებს, რის შემდეგაც მათი გადასვენება ინდოეთში მოხდება. როგორც გვითხრეს, რამდენიმე მათგანი საქართველოში სასწავლებლად იყო ჩამოსული და სწავლის პარალელურად, მუშაობდნენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა დღეს ინფორმაცია და ოფიციალური უწყებაც უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახია, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი.

პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ – კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved