რონდელის ფონდის დაკავებულ მკვლევარ ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა მიესაჯა – თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
“რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვატო ბჟალავა გუშინ წინ ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათი ჩიქოვანი წერდა, ბჟალავა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც წაიყვანეს.
კომენტარები