• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა… განიხილება სანქციებიც“ – თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ჩამოსვლაზე

ალია ავტორი - ალია
12:45 12-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ჩამოვიდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთი განსახილველი თემა სანქციებია.

“დღეს ნამდვილად არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტარების ინტერფრაქციული, წარმომადგენლობითი ჯგუფი არის ჩამოსული საქართველოში. ისინი აქ ჩამოვიდნენ, მათ შორის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მათი მხარდაჭერა. განიხილება სანქციებიც – იცით, რომ ეს არ იქნებოდა პირველი შეხვედრა, სადაც სანქციების თემა განიხილება,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით კი, საერთაშორისო პარტნიორები ხვდებიან, რომ განცხადებებიდან ქმედებაზე უნდა გადავიდნენ.

“ნებისმიერი ქომაგი, რომელიც დასავლეთიდან ჩამოვა, ნებისმიერი საერთაშორისო პარტნიორი, ვფიქრობ აცნობიერებს, რომ მხოლოდ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ დაფიქსირებული პოზიციები და რეზოლუციები [არაფერს ნიშნავს]. მნიშვნელოვანია, თუმცა მათ სჭირდება აღსრულება. როდესაც რეზოლუციას გამოსცემ, ის უნდა აღსრულდეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთმა რეზოლუციამ შეიძლება ფასიც კი დაკარგოს,” – აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი უკვე ესაუბრნენ ოპოზიციის წევრებს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან.

ჩამოსვლამდე, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ჩამოდიან, რათა სოლიდარობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს გამოუცხადონ.

რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც “ევროპის სახალხო პარტიას” (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, “განაახლე ევროპის” ორი წევრი საფრანგეთიდან – ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; “სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წევრი ტობიას კრემერი და “მწვანეების” წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved