• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა” – მეღვინეების მიმართვა

ალია ავტორი - ალია
16:43 12-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

მეღვინეები საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

განცხადებაში, რომელიც “ღვინის ოსტატების” ფეისბუქგვერდზე ვრცელდება, ისინი მოუწოდებს პროფესიულ ჯგუფებს მოახდინონ მობილიზება და ყველა ერთად დადგეს “ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში“.

ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, რადგან ვფიქრობდით, რომ ახლა მნიშვნელოვანია არა საქმიანობის სფერო, არამედ – მოქალაქეობა. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობდით, ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები და გვემოქმედა ისე, როგორც ამას მოქალაქის პასუხისმგებლობა გვკარნახობს. 

ამის მიუხედავად, დღეს გადავწყვიტეთ, კვლავ დავფიქსირდეთ როგორც პროფესიული ჯგუფი და ასე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. გადავწყვიტეთ შემდეგი მიზეზების გამო: 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან. აღჭურვილნი აწ უკვე თვითმარქვია პოლიციის რეპრესიული მექანიზმებით, ისინი ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში დაამყარონ ბარბაროსული დიქტატურა, სადაც მნიშვნელობა აღარ აქვს არც კანონს, არც – კონსტიტუციას, არც – არჩევნებს და არც – ადამიანის რომელიმე უფლებას. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი. ივანიშვილი ქვეყანას მიაქანებს ყველაზე ბნელი, ყველაზე ჩამორჩენილი მომავლისკენ, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის პერსპექტივებს უსაშინელეს პერსპექტივას უსახავს. ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღო დიქტატურის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ფორმა, რაც კიდევ უფრო ამაზრზენია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი, აწ უკვე დაუფარავად, არის საოკუპაციო ძალის დანიშნული სატრაპი საქართველოში – უარჩევნებოდ, ულეგიტიმაციოდ, მხოლოდ ძალადობისა და საზოგადოების დაშინების იმედად. 

კომიკურია, მაგრამ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელ საზოგადოებას უსამართლო ძალადობით დაუპირისპირდეს და ასე, ცემისა და დაჭერის შიშით, დაიმორჩილოს ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერი. კომიკურობის მიუხედავად, ეს არის საგანგაშოდ საშიში რეალობა, რადგან ეს რეჟიმი საზოგადოებას უქმნის ცხად გამოწვევას, რომ დამორჩილების შემთხვევაში, საქართველო რეალურად გადაიქცეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაუვალ ჭაობად, სადაც ადამიანის ყველა უფლება ფეხქვეშაა გათელილი ერთი მუჭა შეიარაღებული კრიმინალების მიერ. 

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი „გონს მოვა“. არ ვფიქრობთ, რომ არსებობს რამე ისეთი არგუმენტი, რომელიც ივანიშვილს აზროვნებას შეუცვლის. არ ვფიქრობთ, რომ ის, თუნდაც, თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, რადგან მყარად გვჯერა, რომ ივანიშვილი არის პუტინის მსახური და მოქმედებს მხოლოდ კრემლის მითითებებით. 

არგუმენტების ჩამოთვლა, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ამ განცხადებას ვავრცელებთ არა არგუმენტების გამო, არამედ – კონკრეტული მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საშინელი მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების არნახული ერთიანობის დაფიქსირებით არის შესაძლებელი. პროფესიული ჯგუფების მობილიზება გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება იყოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა პროფესიულმა ჯგუფმა მოახდინოს მობილიზება და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ დიდ ეროვნულ პროტესტს შევუერთდეთ ორგანიზებულად, ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებაში მაქსიმალური წარმომადგენლობითობით. ჩვენ ამას რეალურად ვაპირებთ და გპირდებით!
ამ ომს მოვიგებთ. მთავარია, საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ის სიმართლე, რომ ქართველებს ახლა გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და ეს საქმე არის ქუჩაში დგომა მთელ საზოგადოებასთან ერთად! ჩვენ ამ ომს მოვიგებთ მაშინვე, როგორც კი მთელი საზოგადოება ერთად დავდგებით. 

მოგიწოდებთ პროფესიულ ჯგუფებს, რომ არა მხოლოდ გამოხატოთ პოზიცია, არამედ – მოახდინოთ მობილიზება და ყველა ერთად დავდგეთ ამ სამარცხვინო დიქტატურის დასასრულებლად ჩვენს საყვარელ ქვეყანაში!” – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • 1. ანდრო ბარნოვი – ასოციაცია „ღვინის ოსტატები“
  • 2. ალეკო სარდანაშვილი – ალეკო სარდანაშვილის მეღვინეობა
  • 3. ალექსი ციხელიშვილი – ციხელიშვილის მარანი
  • 4. ალექსანდრე ჯახუა – „ბუნებური“
  • 5. ამირან ვეფხვაძე – ამირან ვეფხვაძის მარანი
  • 6. აკაკი კვირიკაშვილი – აკაკის მარანი
  • 7. ანა უთურგაური – მევენახეობა “Akhateli Acres”
  • 8. სანათა წიწუაშვილი – ლაგვანი
  • 9. არჩილ გუნიავა – არჩილ გუნიავას მარანი
  • 10. ბაია აბულაძე – ბაიას ღვინო
  • 11. ბესიკ საბაშვილი – ზორბას მარანი
  • 12. გია ტოგონიძე – ტოგონიძის ღვინო
  • 13. გია ჩუბინიძე – მარანი ნანუა
  • 14. გიორგი აივაზიანი – Manavi Wines
  • 15. გიორგი მალაციძე – თეძამი ვაინს
  • 16. გიორგი მშვენიერაძე – მშვენიერაძეების მარანი
  • 17. გიორგი მხატვრიშვილი – „ქვევრისეული“
  • 18. გიორგი სხირტლაძე – „რტონი“
  • 19. დავით ალავიძე – ლურჯი ბანი.
  • 20. დავით კაპანაძე – „ჩვენი ღვინო“
  • 21. ეკა ჭვრიტიძე – მეღვინეობა “დანიელი”
  • 22. ელენე ბუხაიძე – ვინთნერს ენდ ვაგაბონდს
  • 23. ერეკლე ლოლაძე – ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა
  • 24. ვაჟა კასრელიშვილი – “გებრალე”
  • 25. ვახტანგ ფოცხვერაშვილი – შეთეს მარანი
  • 26. ვლადიმერ ნაჭყებია – მარანი თურდო
  • 27. ზაზა ჯაყელი – ჯაყელების ღვინო
  • 28. ზურაბ სანოძე – “ჟუკა-სანოს ღვინო”
  • 29. თაკო ჟურული – “ჟუკა-სანოს ღვინო”
  • 30. თამარ ბოჭორიძე – როჭოს ვენახები
  • 31. თამარ მილორავა – მარანი მილორაული
  • 32. თამუნა ბიძინაშვილი – კორტავების მარანი/თამუნას ღვინო
  • 33. ირაკლი ბლუიშვილი – “ბლუის ღვინო”
  • 34. ირაკლი გეწაძე – მეღვინეობა “წერო ვაინი”
  • 35. ირაკლი ქილიფთარი – “ქილიფას ჭაჭა”
  • 36. კახა ბერიშვილი – ართანული ღვინო / GoGo Wine
  • 37. ლაშა სოფრომაძე – გაიოზ სოფრომაძის მარანი
  • 38. ლევან ანდრონიკაშვილი – ანდრონიკაშვილების მარანი
  • 39. მამუკა ნოზაძე “შანოს საოჯახო მარანი”
  • 40. მანანა ახვლედიანი – Women in Wine Industry
  • 41. მარიამ გუნიავა- მარიამ გუნიავას მარანი.
  • 42. მერაბ მირცხულავა – „ალაფიანი“
  • 43. მიხეილ დოლიძე – მარანი კასრელი
  • 44. მიხეილ ცირდავა – “მარანი ობენე”
  • 45. ნათია ჩეკურიშვილი – მარანი “თეთრი თუთა”
  • 46. ზაზა გაგუა – მარტვილის მარანი
  • 47. ნიკა ვაჩეიშვილი – ნიკა ვაჩეიშვილის მარანი
  • 48. ნინი ჩხეიძე, სიმონიკა – ჩხეიძეების ღვინო
  • 49. ნინო გუნიავა – არჩილ გუნიავას მარანი
  • 50. ნინო მერის ღვინის მარანი და სელექცია
  • 51. ნინო მიქელაიშვილი – „ჩვენი ღვინო“
  • 52. ნინო ნადირაძე, მარანი “ორი და”
  • 53. ნინო ჩიტოშვილი ” ჩიტოს ღვინო”
  • 54. რამაზ ზაქარაძე – მარანი ხვთისანა
  • 55. საბა ქიტიაშვილი – გაზაფხულის მინდვრები
  • 56. ფაბიო ბოლონიეზე – Inavarde Wines
  • 57. ქეთი ჰუბერტი – მეღვინეობა „თილისმა“
  • 58. ქეთო ნინიძე – მეღვინეობა “ოდა”
  • 59. ქეთო ფუტურიძე – მაკარიძის მარანი
  • 60. შიო მაისურაძე – არბოს მარანი
  • 61. შორენა პატარიძე “პატარიძის რაჭული”
  • 62. ცოტნე შერმადინი – მეღვინეობა “შერმადინი”
  • 63. ცოტნე ჯაფარიძე – Wine of Freedom
  • 64. შმაგი ავალიშვილი – ავალიშვილის მარანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved