• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვიღაცის მარჯვე კამერამ არანაკლებ ოპერატიულად დააფიქსირა ერთმანეთის ბაგე-ტუჩებზე მიმკვდარი რუსი ასულები. ამით პირველი მოქმედება დასრულდა” – ზურა დათუაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:46 12-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441

ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ორი-სამი დღის წინ სოცქსელში ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ აქციის მონაწილეთა შორის სპეცრაზმელებზე თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს. ჩამოთვლილი იყო კონკრეტული პიროვნებებიც, მგონი შვიდი თუ რვა პერსონა.

დღეს ისევ წავაწყდი თემატურად სხვა ჟანრის, მაგრამ ტიპოლოგიურად მონათესავე ვიდეოფრაგმენტს ორი სლავი გოგონას მონაწილეობით, რომლებიც ტუჩებში ვნებიანად კოცნიან ერთმანეთს დროშებშემოხვეული ახალგაზრდა პროტესტანტების ფონზე.

წყალი არ გაუვა, – ზარანდიასავით ჭკვიანი და ვერაგი კაცის მოფიქრებული სცენარის ელემენტებია ეს. ხომ გახსოვთ, მოკლული ნუცა თოდუას ოქროს საყურე მუშნის დავალებით თუთაშხიას სახლის სხვენში რომ გადამალა პოლიციელმა შვანგირაძემ? მერე ეს საყურე, ვითომ შემთხვევით, საჭირო კაცების მიერ შესმენილმა ძმებმა ნაკაშიებმა “იპოვნეს” და აბრაგს მტრად გადაეკიდნენ.

ზარანდიას სცენარში ჩანაფიქრის ეფექტურობა დაჯერების ლოგიკას ემყარება. საყურის მნახველმა ლუკაიამ და ბუდუიამ უნდა ირწმუნონ, რომ მათი მამიდა დათას მოკლულია. აბა, სხვაგვარად როგორ აღმოჩნდებოდა სამკაული მისი სახლის სხვენში?

მომიტინგეთა შორის რუსეთის მოქალაქეთა ყოფნა და შუაგულ რუსთაველზე “ზასაობაი საკვირველიც” სწორედ დარწმუნების ლოგიკაზე დამყარებული სცენარის ელემენტებია. მავანმა (ნეტავ ვინ?) წინასწარ იზრუნა, რომ ჩვენს ყოჩაღ პოლიციას სპეცრაზმელებზე თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეები “ოპერატიულად”დაეკავებინა. ასევე, ვიღაცის მარჯვე კამერამ არანაკლებ ოპერატიულად დააფიქსირა ერთმანეთის ბაგე-ტუჩებზე მიმკვდარი რუსი ასულები. ამით პირველი მოქმედება დასრულდა. სცენარის მეორე ნაწილი უკვე კვანძის გახსნასა და “რასკრუტკასთანაა” დაკავშირებული. ყოველივე ეს ფართო აუდიტორიას ისე უნდა მიეწოდოს, ობივატელს ეჭვი არ უნდა დარჩეს. მან ისიც უნდა დაიჯეროს, რომ ქვეყნის ამრევი რუსები აქციებზე ხელისუფლების დასამხობად მისმა ორგანიზატორებმა მოიწვიეს (ვის რა ეშმაკად სჭირდებათ რო) და ისიც, რომ ყველა თუ არა, პროტესტანტთა ნახევარი მაინც ლესბოსელია და, საერთოდ, “გარყვნილი დასავლეთის ადეპტები” ებრძვიან ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.

ეს პრიმიტიულობამდე მარტივი ჩანაფიქრი ორ რამეზეა გათვლილი. ობივატელს ფიქრი ეზარება. იგი თავს არ შეიწუხებს იმის გასარკვევად, რა დგას სინამდვილეში Მისთვის მიჩეჩებული ინფორმაციის უკან. არა მხოლოდ ეზარება, არც შეუძლია, ისე, როგორც ნაკაშიებს არ შეეძლოთ, წამიერად დაფიქრებულიყვნენ, – რატომ შეინახავდა აბრაგი თუთაშხია მამიდამათის საშარო ოქროს სამკაულს სახლის სხვენში და თუ ვინმემ უფრო ადრე იცოდა ეს ამბავი, თვითონვე წაიღებდა, რაღა წაჩერჩეტო ძმებს დაუტოვებდა “ნივთმტკიცებად”.

იმ რეზონანსის მიხედვით, რაც ორივე ინფორმაციას მოჰყვა, ფაქტია – სცენარი მუშაობს.

ზარანდიზმი უკვდავია!”

თეგები: ზურა დათუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved