• რეკლამა
  • კონტაქტი
19:51, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გუშინ, გუშინწინ ძალის გადამეტების შემთხვევები არ ყოფილა, პოლიცია პროპორციულად რეაგირებდა – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:16 12-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ირაკლი კობახიძე აცხადებს:

მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს.

გუშინ, ისევე, როგორც გუშინწინ, თავიდან იქნა არიდებული მძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ.

თან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, სისტემური და უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები.

ამ ფონზე განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიციელებს მოთმინებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად ძალიან უხეშად ძალადობდნენ პოლიციელებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება.

გუშინ, გუშინწინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომდე, სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან. რეაგირება პოლიციის მხრიდან თავიდან ბოლომდე პროპორციული იყო, თუმცა არავითარი რეაგირება, არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია, რაც არის ძალიან სამწუხარო, მითუმეტეს, რომ ასეთ დუმილს, ძალადობრივი დაჯგუფებები აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს, ძალადობის გასაგრძელებლად.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო სუბიექტებს, დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების და არა მხოლოდ პოლიციელების წინააღმდეგ. ძალადობის ობიექტები არიან სხვადასხვა ადამიანები, თუმცა არავითარი განცხადება დღემდე არ ისმის.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved