• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრძოლის დროა – შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები

ალია ავტორი - ალია
19:37 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე, არაერთი სფეროს წარმომადგენლის პროტესტი გამოიწვია. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურნენ შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან  მომუშავე სპეციალისტებიც.

“გუშინ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ფორმალურადაც მოუჭრა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა. სხვა ბევრ უმნიშვნელოვანეს სავალალო შედეგთან ერთად, ეს გამოიწვევს ჩვენი სფეროს უკუსვლასა და სტაგნაციას.

შეგახსენებთ, რომ არა დასავლური ინტელექტუალური თუ ფინანსური მხარდაჭერა, დღეს საქართველოში არ გვექნებოდა:

·       6 წლამდე ასაკის ბავშვთა მენტალური დარღვევების იდენტიფიცირების პროგრამა
·       ადრეული ინტერვენციის პროგრამა
·       ადრეული დენვერის მოდელი
·       ფლორთაიმის მოდელი
·       ABA თერაპიის პროგრამა
·       ადრეული ინკლუზიური განათლება ბაღებში
·       ინკლუზიური განათლება სკოლებში
·       დღის ცენტრების მომსახურება
·       პერსონალური ასისტენტის მომსახურება
·       რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა
·       ბინაზე მოვლის პროგრამა
·       სათემო საცხოვრებლის პროგრამა
·       საოჯახო ტიპის სახლის პროგრამა უსახლკარო და დედ-მამა გარდაცვლილი შშმ პირებისთვის.
·       შშმ მიტოვებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლები
·       ზრდასრულთა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა
·       ოკუპაციური თერაპია
·       ენისა და მეტყველების თერაპია
·       ფიზიკური თერაპია
·       და მრავალი სხვა.

თითოეულ ამ მიმართულებას სჭირდება მუდმივი განახლება და გაძლიერება, რაც დასავლური დახმარების გარეშე წარმოუდგენელია.

იმ ქვეყნებში საითაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვექაჩებიან, არ იცავენ ადამიანის უფლებებს, იქ სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები, არასდროს არ არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

ახლა ბრძოლის დროა. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 170-ზე მეტი სპეციალისტი აწერს ხელს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved